ბათუმში „ვოქსის” შენობაში ხანძარია

ხანძარია ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე.

ცეცხლი დაახლოებით ნახევარი საათის წინ რესტორან „ვოქსში“ გაჩნდა, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს. ამ დროისთვის ცეცხლი მთელ რესტორანს მოედო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, შენობიდან ცვივა ცეცხმოკიდებული სამშენებლო მასალები.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა და ხანძრის მომენტში რესტორანში არავინ იმყოფებოდა.

მსგავსი თემები