რესტორანი ”ვოქსი” მთლიანად დაიწვა – როგორ გამოიყურება რესტორნის ტერიტორია

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა.

ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. მოგვიანებით, ცეცხლი რესტორნის მთელ პერიმეტრზე გავრცელდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, თუმცა ვინაიდან რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე იყო განთავსებული, ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები