,,მესიმ დამსახურებულად მოიგო, დიეგო ახლა, რა თქმა უნდა, იღიმის” – პელე

ბრაზილიელი ლეგენდა, პელემ მესის და არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს.

„ფეხბურთი, როგორც ყოველთვის, მომხიბვლელად აგრძელებს თავისი ისტორიის მოყოლას. მესიმ დამსახურებულად მოიგო თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა კილიან მბაპემ ფინალში ოთხი გოლი გაიტანა. საჩუქარი იყო ამ სპექტაკლის ყურება. არ შემიძლია არ მივულოცო მაროკოს წარმოუდგენელი ასპარეზობა. მშვენიერია აფრიკის ბრწყინვალების ნახვა. გილოცავ არგენტინა! დიეგო ახლა, რა თქმა უნდა, იღიმის“,- განაცხადა პელემ.

ცნობისთვის, არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა (3:3, 2:4 პენალტების სერიაში) და ტიტულს მესამედ დაეუფლა.

მსგავსი თემები