იტალიაში 23 წლის ქართველი ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს

იტალიაში 23 წლის ქართველი კაცი ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ნეაპოლში სამართალდამცველები პრევენციის მიზნით შემოწმებებს ატარებდნენ, რა დროსაც დაინახეს, რომ 23 წლის ქართველმა კაცმა ქალს ტელეფონი მოჰპარა.

ქართველი მამაკაცი იტალიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს, ტელეფონი კი მეპატრონეს დაუბრუნეს.

მსგავსი თემები