„ნება მომეცით, გავამხილო საშინელი საიდუმლო”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის არმია რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის ლიკვიდირებას ცდილობდა.

მისივე თქმით, ვალერი გერასიმოვზე თავდასხმის მცდელობა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში განხორციელდა.

„ნება მომეცით, გავამხილო საშინელი საიდუმლო. გერასიმოვი იზიუმში იყო და ჩვენ გერასიმოვს დავარტყით. ასე იყო. გადავფარეთ ის შტაბი, რომელშიც ის იმყოფებოდა, გავანადგურეთ ნულამდე. იქ გერასიმოვის გარეშეც დაიღუპა საკმარისი რაოდენობის უფროსი ოფიცრები, გვარდიელები და ა.შ. მაგრამ მან ცოტა ადრე მოახერხა გასვლა. ვერ მოვასწარით“, – თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები