რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს.  კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს და საჰაერო განგაში ჯერ კიდევ გრძელდება.

კიევში მასშტაბური აფეთქებების ხმა ისმის.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევში ირანული წარმოების ცხრა ერთეული „შაჰედის“ უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ნიკოლაევის რეგიონშიც განახორციელა.

 

მსგავსი თემები