ირანი რუსეთთან ურთიერთობისთვის ნებართვას არავისგან ითხოვს – ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი არ ითხოვს ნებართვას არავისგან რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ კანანის თქმით,  თეირანი „დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და არავისგან ნებართვას არ ითხოვს“.

დასავლური ქვეყნები ადანაშაულებენ ირანს რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებაში, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის და სანქციები დაუწესეს თეირანს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, უილიამ ბერნსის განცხადებით,  ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „ნამდვილ საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში.

 

მსგავსი თემები