მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ორი თანამშრომელი გათავისუფლდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები წარმოადგინა. კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალციხის კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგის, გიორგი აფციაურსა და ვიოლეტა ინასარიძეს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმუნიზაციის პროცესს, პროფესიული სავარაუდო გადაცდომების გამო, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება, საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა დროებით შეუჩერეს.

“პროცედურული დარღვევები იყო სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენასთან დაკავშირებით. პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან გათავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს ეს იყო რეაგირება განხორციელებული ახალციხის კლინიკის მიმართ დროებით, ვიდრე არ დადგინდება საბოლოო მიზეზები. საბოლოო მიზეზების დადგენის შემდეგ საბჭო კიდევ იმსჯელებს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები