„ინდური შტამს დაფიქსირებული რაოდენობა მატულობს, ხელუვნურ სუნთქვაზე გვყავს მცირეწლოვანი პაციენტები“ – ივანე ჩხაიძე „მედიცანტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გახდება თუ არა დომინანტი ინდური შტამი, ეს დროის საკითხია,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ინდური ვარიანტი იმაზე სწრაფად გახდება დომინანტი, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო:

„ამერიკა აფიქსირებს, რომ ინდური შტამი არის უვე წამყვანი, ასევე საფრანგეთი, ასე, რომ სავარაუდოდ ჩვენ თუ მოლოდინი გვქონდა, რომ ინდური შტამი აგვისტო – სექტემბერში გახდებოდა დომინანტი, ეს უნდა ვივარაუდოთ უფრო ადრე, ივლისი ბოლოს.

ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტი ლეტალობით, გადამდებლობით, აგრესიის და ბავშვებშიც ეს ვარიანტი უფრო მეტია, ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. დღეს საქართველოს ერთ – ერთ წამყვან კლინიკაში უკვე სამი ბავშვია ხელოვნურ სუნთქვაზე, ასეთი სიმძიმე ამ დაავადების არ ყოფილა, ეს ადასტურებს, რომ ინდურ ვარიანტი უფრო მეტი სიმძიმით მიმდინარეობს, ყველაფერი ეს ჯამში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები