გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩატარდა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 5 ადამიანი, რომელთა აყვანაც სახლებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მსგავსი თემები