უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა გრძელდება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გრძელდება. იურიდიული კომიტეტის წინაშე დღეს ქეთევან მესხიშვილს უსმენდნენ. მას ბევრ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, მათ შორის სასამართლოში არსებულ პრობლემებზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მესამე დღეს დეპუტატებმა კითხვები დასვეს ე.წ კლანურ მმართველობაზეც. ამ დროისთვის, დეპუტატებმა მასთან კითხვები ამოწურეს, ახლა გასაუბრება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

იურიდიულ კომიტეტზე კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენა იგეგმება. დეპუტატების კითხვებს რევაზ ნადარაია უპასუხებს.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

მსგავსი თემები