“მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის” – ნათელაშვილი მიწისძვრებზე

ბოლო 24 საათში, საქართველოში ოთხი მიწისძვრა მოხდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება:

„ეს გეოფიზიკურად ნიშნავს რომ მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის. იქნებ ახლა მაინც გამოიბერტყოს ყურები ბიუჯეტის კლიენტმა ხელისუფლებამ რათა შემაგრდეს ავარიული შენობები განსაკუთრებით თბილისის ძველ უბნებში. მკვეთრად დაზიანებული საცხოვრებლიდან ხალხი სასწრაფოდაა გასაყვანი“,- დაწერა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები