ეკლესიის მძარცველებმა ნაქურდალი დააბრუნეს და ბოდიშს იხდიან

საგარეჯოში, სოფელ ხაშმში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოპარული ნივთები მძარცველებმა დააბრუნეს. ისინი ეკლესიის ძარცვისთვის ბოდიშს იხდიან და დანაშაულის ჩადენას აღიარებენ.

მძარცველების იდენთიფიცირება სამართალდამცველებმა დღეს შეძლეს, თუმცა, არ დაუკავებიათ.

ტაძარი გუშინ გაძარცვეს, საიდანაც თანხა და სხვადასხვა საეკლესიო ნივთები მოიპარეს. მათ შორის, ძვირადღირებული ქვებით მოჭედილი გვირგვინი და საზიარებელი ჭურჭელი.   

საუბარია მეცხრამეტე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ძარცვაზე, რომელიც ორმა ახალგაზრდამ ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 177-ე და 187-ე მუხლებით აწარმოებს.

მსგავსი თემები