„სამწუხაროდ დაავადების მაჩვენებელი გაზრდილია, ინფიცირების გაზრდის რისკი ნამდვილად არსებობს“ – ივანე ჩხაიძე „მედიცანტრ მთავარში“

„ბოლო მონაცემები 20 – 30 % – ით აღემატება, ორი კვირის მაჩვენებელს, ყველა პარამეტრი სამწუხაროდ გაუარესებულია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძის მოსაზრებით, ინფიცირების რიცხვის ზრდა იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ამას ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ:

„მიუხედავად იმის, რომ ჯერ – ჯერობით ზაფხულის პიკი წინ არის, უფრო ადრე მივიღეთ შემთხვევების მცირე, მაგრამ მაინც მატება, შესაბამისად რისკი იმის, რომ მდგომარეობა დარჩეს ასეთი არასტაბილური და ინფიცირების რიცხვი გაიზარდოს, ნამდვილად არსებობს.

როგორც ინიფიცირების მაჩვენებელი, ასევე გარდაცვალების და მიმდინარე დაავადების გაზრდილია. უნდა ვიფიქროთ ასევე, რომ ქვეყანაში შემოსასვლელია კორონავირუსის პოტენციურად მატარებელი ადამიანების ნაკადი.“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები