„მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში“ – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაშ მიმდინარე ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.  

„მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას. მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.

მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ! მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!“- აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც სხვადასხვა ჯგუფები და სამოქალაქო აქტივისტები „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილ მსვლელობას აპროტესტებდნენ, ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე ჟურნალისტს ოპერატორს და ფოტოკორესპონდენტს ოპერაცია უტარდება.

მსგავსი თემები