ქაშუეთის ეკლესიასთან, ღია სივრცეში პარაკლისი ტარდება

რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ სასულიერო პირები პარაკლისს ღია სივრცეში აღავლენენ. ადგილზე შეკრებილია მრევლი და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც ლგბტ თემის მსვლელობას აპროტესტებენ.

რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაძაბულია. აქტივისტები,  კონტრ-აქციის მონაწილეები და სასულიერო პირები ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ მსვლელობას აპროტესტებენ. ფიზიკური დაპირისპირებისას ჟურნალისტებიც დაშავდნენ.  

მსგავსი თემები