„მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობას უცხადებს დაშავებულ ჟურნალისტებს და გმობს ძალადობას  

„ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები, ისინი, ვინც მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში ვართ; ისინი, ვინც მოვლენებს ოპერატიულად ვაშუქებთ; ისინი, ვინც მოსახლეობას ინფორმაციას ვაწვდით და ამისთვის საკუთარ თავს, შესაძლებლობას და ენერგიას არ ვზოგავთ, დღეს კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით ძალადობის მსხვერპლი. ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე მოხდა, წარმოუდგენელი სისასტიკეა, დასაგმობია და იმედს ვიტოვებთ, ყველა მოძალადე სათანადოდ დაისჯება. „მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობას უცხადებს ყველა დაშავებულს და გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას“ – „მედიაცენტრი მთავარი“.

მსგავსი თემები