რუსთაველზე კვერცხებსა და პლასტიკატი ბოთლებს ისვრიან

რუსთაველის გამზირზე და საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ლგბტ მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ მსვლელობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მათ მსვლელობის შესაძლებლობას არ მისცემენ.

ამ წუთებში, კონტრ-აქციის მონაწილეები სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან არიან მობილიზებულები. მეორე ჯგუფი კი პარლამენტთან იმყოფება. მათი განცხადებით, ყველა იმ ადგილზე გამოჩნდებიან, სადაც მარშიც ორგანიზატორები მსვლელობას გეგმავენ.  

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ, უსაფრთხოების მიზნით ცოცხალი ჯაჭვიც კი გააკეთეს.

„პრაიდის კვირეულის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან, რომლებიც მსვლელობას აპროტესტებენ.

მსგავსი თემები