აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა

„ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა“ – აღნიშნა  სალომე ზურაბიშვილმა კლინიკაში, სადაც დაშავებული ჟურნალისტები მოინახულა.

„მოვინახულე დაშავებულები. აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა.

ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე – ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება“ –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე, რომელიც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ იმართებოდა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

მსგავსი თემები