თენგიზ ცერცვაძემ კომენდანტის მოხსნის დრო დაასახელა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომენდანტის საათი, სავარაუდოდ, ამ თვეში მოიხსნება. მისივე თქმით, ასევე განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარება. „მცირდება შეზღუდვები, ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება, პრაქტიკულად, არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში.…

მეტი...

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, იაგო ხვიჩია, ლევან იოსელიანი, პაატა მანჯგალაძე, ანა ნაცვლიშვილი, ასევე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. კონსულტაციის მთავარი თემაა საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები. მხარები იმსჯელებენ, რა უნდა აისახოს და როგორ შეიძლება დაკორექტირდეს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი. დღეს, ცვლილებებს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,62 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,62 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,35 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,45 პროცენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 260 შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 166, აჭარაში – 18, იმერეთში – 17

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 166, აჭარაში – 18, იმერეთში – 17, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 205 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 854 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 834 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 205, „პისიარ“ ტესტით – 5 854. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო 7 დღის – 2,62%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 359 141 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 345 582 გამოჯანმრთელდა, 5 175  კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 234 410 ადამიანი, დღიურად აცრილია 922. კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 819 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 175 -ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების  260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 20 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 911 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

მეტი...

25 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი წარდგება

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირა დაიწყო. რეგლამენტის მიხედვით, სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. სწორედ 25 ივნისს, გაწეული მუშაობის ანგარიშით დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრი წარდგება. სესიის დახურვის მიუხედავად, დეპუტატები საზაფხულო არდადეგებზე ჯერ არ მიდიან და რიგგარეშე სესიის ფორმატში ისინი მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებენ. დაგეგმილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და ცესკო-ს ახალი წესით დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.

მეტი...

საია იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშის პრეზენტაციას დღეს გამართავს

ე.წ. კლანური მმართველობა და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები – იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშის პრეზენტაციას დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მთავარი პრობლემა მართლმსაჯულების სისტემაში კლანური მმართველობაა. ანგარიშში დარღვევებთან ერთად რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი.

მეტი...

პარლამენტის ბიუროს დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივა წარედგინება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს, კოვიდპანდემიის გამო, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გაგრძელებას სთავაზობენ. მათი ინიციატივით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, მცირე შემოსავლიანი გადასახადის გადამხდელები გარკვეული ვადით (6 თვით) კვლავ ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათით, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში. “კოვიდ-19-ის პანდემიის კრიზისმა გამოიწვია მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები. შემცირდა ბიზნეს აქტივობა, ფუნქციონირება შეაჩერეს რიგმა საწარმოებმა, თითქმის ერთ წელიწადზე მეტია სრულად არ ფუნქციონირებს “ჰორეკა“ ბიზნესის სექტორი და ა.შ. ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლების მხრიდან თითქმის არ გადადგმულა არანაირი ქმედითი ნაბიჯი, რითაც მნიშვნელოვნად დამძიმდა ბიზნეს სექტორისა და ხალხის…

მეტი...

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენენ

დღეს, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს. საგამოძიებო კომისია, 21 ივნისის სხდომაზე, ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა. საგამოძიებო კომისიის წევრების შეფასებით, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

მეტი...

ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა 21 ივნისიდან დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში. „სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს – ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასური.  საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ სრული ზოგადი განათლების…

მეტი...

ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა

37 წლის ასაკში ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა. კობა ალხაზაშვილს სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე ნახევარი წლის წინ დაუდგინდა. პოსტკოვიდურ პერიოდში მას ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, შემდგომ მეტასტაზები თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ ის სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

მეტი...

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

ცოტნე გამსახურდია უკვე სამშობლოშია. ის თბილისში გამთენიისას დაბრუნდა. ექიმების თქმით, ახლა მას მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება. ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.

მეტი...

“არ ექნება იოლი გასეირნება პარლამენტში” – ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილისთვის მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება

მძიმე სოციალური მდგომარეობა, პანდემიასთან ბრძოლა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა – ეს ის კითხვებია რომელსაც ოპოზიცია დაუსვამს პრემიერს. მართველი გუნდის ოპონენტები იმედოვნებენ , რომ ირაკლი ღარიბაშვილი მწვავე კითხვებს თავს არ აარიდებს. “დარწმუნებული ვარ, არ ექნება იოლი გასეირნება პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენც სერიოზულად ვიქნებით მომზადებული პრემიერ-მინისტრის შესახვედრად,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

მეტი...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვას დღეს გააგრძელებს

ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას უბრუნდება. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს გააგრძელებს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხედვები დაახლოებულია. „საარჩევნო სისტემა არის 19 აპრილის შეთანხმების ის ნაწილი, სადაც, რეალურად, არის მნიშვნელოვანი წინსვლა და მხარეების მნიშვნელოვანი თანხმობა, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების. უდიდეს ნაწილში ჩვენი ხედვები დაემთხვა ერთმანეთს. ამ მხრივ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს. ასევე, არსებობს ვენეციის კომისიის საკმაოდ პოზიტიური დასკვნა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად იზიარებენ და იმედს…

მეტი...

სომხეთში, წინასწარი მონაცემებით, 53.92%-ით ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.  პაშინიანის პარტია – 53,92%, კოჩარიანის ბლოკი – 21.04% – ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა. ნიკოლ ფაშინიანმა გამარჯვება უკვე აღნიშნა და მხარდამჭერებს საღამოს ერევნის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა.

მეტი...