შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი კოვზიაშვილიფეიკნიუსსუწოდებს ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს წარსულში ის კონტრაბანდაში იყო ჩართული.
„შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესახებ, მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „ფეიკნიუსის“ კლასიკური მაგალითი და სრული სიცრუე. სამწუხაროა, რომ არარსებულ ამბავზე, აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, სრულ ტყუილზე გიწევს იმის თქმა რომ ტყუილია, რომ ფაქტი არ მომხდარა.
როგორც ჩანს შაბათის ეთერში გასული ამბავი იმდენად არარეზონანსული და დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ხელოვნურად ცდილობენ ამ თემის ხელახალ წამოწევას”, – ვკითხულობთ ქეთი კოვზიაშვილის განცხადებაში.