კლინიკაში, სადაც 21 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, პირველი განცხადება გაკეთდა

ქუთაისში 21 წლის სოფო კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა “ბომონდი” პირველ განცხადებას აკეთებს. მათი მტკიცებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა ქალი მშობიარობას გადაჰყვა.

„პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს.

ასევე, გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკა “ბომონდში“ შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. „კლინიკა ბომონდი“ თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას,“- განაცხადეს კლინიკაში.

მსგავსი თემები