ამირან გამყრელიძის ვარაუდით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელება 10-15 პროცენტი უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელება 10-15 პროცენტი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიულად „ინდური შტამის“ 20 შემთხვევაა დადასტურებული.

„ჩვენ ვანგარიშობთ, რომ ქვეყანაში მოცირკულირე შტამებიდან 10-15 პროცენტი არის „დელტა“ შტამთან დაკავშირებული. გვქონდა 18 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და თუ არ ვცდები, შაბათს კიდევ 2 შემთხვევა დაემატა. აქედან გამომდინარე, ფრთხილად უნდა ვიყოთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც გასულ ზაფხულს, როდესაც თავი დავიმშვიდეთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია. კოვიდი არ დაგვიმარცხებია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

მსგავსი თემები