“ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ვეთანხმები” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ეთანხმება.

იაგო ხვიჩიას თქმით, არჩევნების პროცესის მეტი საანდობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის ზედმეტი ბარიერების მოხსნა.

„არის რეკომენდაციების ნაწილი, რომელსაც უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები. არჩევნების პროცესის მეტი საანდობისთვის მნიშვნელოვანია პარტიებისთვის რაღაც ტიპის ბიუროკრატიული, ზედმეტი ბარიერების მოხსნა. ცხრა პარტიას ცენტრალურ და საოლქო კომისიაში ჰყავს წარმომადგნელი და დღევანდელი კანონმდებლობით საჭიროა მათი სერთიფიცირება. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ფიზიკურად ვერ მოესწრება. აქედან გამომდინარე, პარტიული წარმომადგენლები სხვადასხვა კომისიაში სერთიფიცირებას არ დაექვემდებარონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები