“ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო” – ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის განცხადებით, ამაზე არიან გაბრაზებული და ამას უკავშირდება პიარული კამპანია გომელაურის წინააღმდეგ.

„ამას მიჩვეული ვართ კონკრეტული ტელევიზიებისა და პარტიებისგან. პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრზე თავდასხმები არის ლოგიკური იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან გამორჩეულად ძლიერი ფიგურები ჩვენს გუნდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები