“ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს” – ირაკლი კობახიძე

ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა ის, რასაც არჩევნებთან დაკავშირებით თამარ ჟვანიასა და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ.

„ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კობახიძის შეფასებით, მათი შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

„დოკუმენტში იყო რაღაც, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაც ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება- არგათვალისწინება რეფორმის არსს არ ცვლის. საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური და ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს უამრავი მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები