კრიტიკას, რომელიც რუსთაველის თეატრის მიერ ოკუპანტ ქვეყანაში დაგეგმილ გასტროლს მოჰყვა, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ეხმაურება
“საქართველო გაყიდეთ!
დავით გარეჯი, აფხაზეთი, გალი, სამაჩაბლო – და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ; რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო?”- წერს რობერტ სტურუა.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს. ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.
რობერტ სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში წარსდგებიან სპექტაკლით “თამაშის დასასრული”, რომელიც სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა.