შირაქის ველზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ბოლო რამდენიმე დღეა ქერის და ხორბლის აღებულ ტერიტორიაზე ცეცხლი პერიოდულად ჩნდება.
ამ დროისთვის, დამწვარია რამდენიმე ჰექტარი მოსავალიც. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,ადგილზე 8 ეკიპაჟი იყო მობილიზებული და, ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი სიცხის დროს შირაქის ველზე ხანძრები ყოველწლიურად ჩნდება.