2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ – მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო covid-19 პანდემიის მართვისა და გავლენის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც გაეროს და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ამ კვლევის მიზანი მათ შორის იყო სამართლებრივი ბაზის ანალიზი – თუ რა პრობლემებია საკანონმდებლო ბაზაში და რატომ არის საჭირო – რასაც დღეს განვიხილავთ – ასეთი ხელოვნური ჩარევები. ამ კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო თუ რა გავლენა ჰქონდა პანდემიას და პანდემიის მართვას ადამიანის უფლებებზე, რა ნაწილიც ჩაატარა კოტე კორკელია. ეს კვლევა უკვე დასრულებულია.” – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა – ანა ბუჩუკურმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.
„კვლევის შედეგები მე ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში გამოვითხოვე ბატონი პრემიერ მინისტრისგან, თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი დღემდე არ მიმიღია. ჩემი მოწოდება იქნება, ჩვენმა კომიტეტმა მოვითხოვოთ ეს კვლევა, რომელიც ნამდვილად დასრულებულია და როგორც ინფორმაცია მაქვს – ნამდვილად საინტერესო შედეგები დადო. ჩავიხედოთ ამ კვლევაში დეტალურად და გავმართოთ საკანონმდებლო ბაზა იმგვარად, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ არ დაგვჭირდეს საკანონმდებლო ჩარევები. პანდემია არის თემა, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული და ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.