თურქეთი „კომენდანტის საათს“ აუქმებს

1 ივლისიდან, თურქეთში პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათი“ უქმდება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა ასე გადაწყვიტა.

„მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ივლისიდან “კომენდანტის საათი” სრულიად მოიხსნება. სახელმწიფო დაწესებულებები უბრუნდებიან მუშაობის ჩვეულ დროს. უქმდება ასაკობრივი შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები