„მოვუწოდებ ყველას, მიუღებლად მიიჩნიონ სოდომური ცოდვის პროპაგანდა!” – მეუფე სტეფანე „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, 5 ივლისს დაგეგმილ “თბილისი პრაიდის” აქციის ჩატარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ადამიანის უფლებების დაცვასთან კავშირი არა აქვს და მრევლს მოუწოდებს გააპროტესტოს ლგბტ თემის მხარდასაჭერი აქცია.

„მე ჩაშლას არ ვაპირებ, უბრალოდ სიტყვით ვამბობ, სულიწმინდის მადლით ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ. იმიტომ რომ, ეს არის სულიწმინდის გმობა.

ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი. მე არ მითქვამს, რომ გავავსებ რუსთაველს, მე სულიწმინდის მადლით ავავსებ რუსთაველს.

სულიწმინდის მადლით, და აი ამ ადამიანების მეოხებით, რომლებიც სულიწმინდის მადლით მოქმედებს, არც ჩხუბს არ აპირებენ და არც არავისთან დაპირისპირებას. მე შეიძლება პირადად არ მივიდე, მაგრამ სხვა ადამიანები, რომ იქ მივლენ ამაში გეპარებათ ეჭვი? ჩემი მოწოდება რა შუაშია, მე რომ საერთოდ ხმა არ ამოვიღო თქვენ გგონიათ, რომ საქართველოში ხალხი გაწყდა და ვეღარ აზროვნებს?

მე მოვიწოდებ ყველას, რომ მიუღებლად მიიჩნიონ პროპაგანდა.

საპატრიარქოს მე არ ვახმოვანებ. მე მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე მე დღეს ვიდგე და თქვენს გვერდით „გავაპრავო“ სოდომური ცოდვა. თუ დღეს ამის გამო ფასია, რომ ციხეში უნდა წახვიდე, მე წავალ.

20 ივნისს ვინ იძალადა, იმ ხალხმა ვინც სოდომურ ცოდვას აპროტესტებდა, მაშინ თუ პირიქით სოდომისტებმა რომ დაიწყეს შტურმი პარლამენტზე. არაა?
“ნაციონალური მოძრაობა” სოდომისტები არ არიან? ვინც ხელი მოაწერა იმაზე, რომ სოდომური ცოდვა არის ის რისი უფლების დაცვაც არის აუცილებელი.
ის ყველა არის სოდომური ცოდვის მომხრე.

პოლიტიკურ ჭრილში რატომ გადადის, როდესაც მე შემიზღუდეთ სულიერი სივრცე, ზნეობრივი შესაძლებლობა ვიმოქმედო”, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში ქადაგების შემდგომ.

მსგავსი თემები