„არიან დაზარალებულებიც და დაჭრილებიც“ – გუმათში დაკავებულის ძმა

სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ძმის განცხადებით, სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რა დროსაც აქციის მონაწილეები ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრნენ.    

„არ იყო საჭირო ამდენი სპეცრაზმელის სოფელში შემოსვლა და ასეთი ვითარების გამოწვევა. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, პირდაპირ გინებით და ფეხებში სროლით. არიან დაზიანებულებიც და დაჭრილებიც. ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებდა „ნამახვანჰესს“, პოლიციისთვის მას ხელი არ დაურტყამს. იყო მიწევ-მოწევა.  დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაშია, „მაკაროვის“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით. პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა“ – განაცხადა ბესიკ მუკბანიანმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები