„ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ბავშვების კუთხით მდგომარეობა იმეორებს იმ მაჩვენებელს, რაც გვაქვს მოზრდილებში, ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა,“ – – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხეიძე ამბობს, რომ ბავშვებში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, იგი დაავადებასთან ყველაზე ეფექტურ ბრძოლის მეთოდად ვაქცინაციას თვლის:

„მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი იქნება ქვეყანაში წარმატებით დასრულებული, 2022 წლისთვის ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის ვაქცინაციის ჩატარებაზე, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ შეიტანა ცვლილება, რის მიხედვითაც 12 წლის ზემოთ ბავშვებში აცრა დასაშვები ხდება. ჩვენ შესაძლოა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას დავუმატოთ ბავშვთა ასაკში კორონავირურისის საწინააღმდეგო ვაქცინაც, ეს არ იქნება ამ წლის განმავლობაში, ამ წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი არის 60 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია, ამის დასრულების შედეგ შესაძლოა ამ საკითხის განხილვაც პედიატრიულ პაციენტებში,“ – განაცხადა ივანე ჩახიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით რეიფიცირების შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირებული არა რის.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები