„ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში“- გახარიას პასუხები

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა მეტი თავისუფლების ხარისხს ანიჭებს.

„მე ვამბობ, რომ პრევენციის და სტრატეგიის მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური. საგამოძიებო მექანიზმები უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა იყოს ერთიანი მმართველობა. თუ ვინმემ ჩემი გუნდიდან ან მე დავაშავეთ, რა თქმა უნდა, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ,” – ამბობს გახარია.

მისივე თქმით ივანიშვილს “არც აქებს” , “არც აძაგებს”

“ქვეყანაში რა თქმა უნდა, ფაქტია რომ ჩვენ მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ყველგან ივანიშვილის ხელი ვერ იქნება გარეული. 20 ივნისი და ბიძინა ივანიშვილი, ან ანაკლიის პორტი და ბიძინა ივანიშვილი, კავშირი რა არის? მე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ,“ – აცხადებს გიორგი გახარია.

მსგავსი თემები