“ვის უბრახუნა მუშტები და რატომ ითხოვდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას?” – რას ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი გახარიაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი ყოფილი პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის შექმნას ეხმაურება.

მისი განმარტებით, ქვეყნის ყოფილის პრემიერის გუნდში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამოჩდნენ, რაც უსაფუძვლოს ხდის იმ აზრს, რომ გიორგი გახარია “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

მისი მტკიცებით, გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი და ყველაფერი გააკეთა ესკალაციისთვის.

მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ გახარიას პარტიას არათუ ხალხის, არამედ ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება.

“საკმაოდ დიდი პერიოდი გიორგი გახარია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე ვიცე -პრემიერი და შემდეგ პრემიერი. პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და მერე თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია, რომ არ მოსწრებოდა, იყო საუბრები, რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. ახლაც მიდიოდა საუბრები, რომ ცოტა ხანში წავიდოდა, მელიას საქმეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მე ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს, იცით რომ ინფორმაციები მეც მაქვს იქიდან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო და გააკეთა თითქოს დიდი საქციელი ჩაიდინა. ცოტა ხანში გამოდის და ამბობს ამას რას აკეთებთო. უბრალოდ თავისებთან ცუდად გამოვიდა როგორც მე ვიცი.

რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი ვის წარადგენდა თავის გუნდში და იყო ადეიშვილის კადრები ვნახე შიგნით, ადეიშვილის მერაბიშვილის ასევე კეზერაშვილის,” – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.

მსგავსი თემები