საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 002 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 002 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 930 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 831, „პისიარ“ ტესტით – 10 099.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,74%, ბოლო 14 დღის – 3,3%, ბოლო 7 დღის – 2,71%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 345 196 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 328 620 გამოჯანმრთელდა, 4 804 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 143 970 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 056.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 707 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 631 პირი.

ამასთან, 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 195 პაციენტი.

მსგავსი თემები