საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 804-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 233 პირს დაუდასტურდა, 1 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 31 მაისს საქართველოში კორონავირუსით 360 ადამიანი დაინფიცირდა, 1 195 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები