საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაური, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერს გააკეთებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

მეტი...

“შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ – ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს” – მიხეილ სააკაშვილი

შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის, ამ გველეშაპის საქართველოდან ჩამოშორება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ ჩართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სიურპრიზის გამო ყველა ვინც განაწყენდება, შეუძლია „ცივი წყალი დალიოს“. „შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ და ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ. ქართველ ხალხს სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ, ვიღაცას გაუხარდება და ეს რამდენიმე მილიონი ქართველი იქნება და 100, 200, 300 კაცს ეწყინება. ყველამ ვისაც ეწყინება, როგორც ერთი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა „ცივი წყალი დალიოს“. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის…

მეტი...

“მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი გაზრდილ რისკებზე საუბრობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.   “იხსნება კიდევ რეგულაციები, ეს ეხება სახმელეთო საზღვრებს, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. უნდა ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადეები,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

დღეიდან გაზის გაძვირებულ გადასახადს გადავიხდით

გაზის 8 თეთრით გაძვირებული ტარიფი დღეიდან ამოქმედდება. კუბურ მეტრ გაზში მოსახლეობას თითქმის 54 თეთრი ექნება გადასახდელი. აღსანიშნავია, რომ ფასი “თბილისის ენერჯის” მოთხოვნით გაიზარდა. გაზის კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას ამ მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა და განუცხადა, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო კომპანიამ 25 მილიონამდე იზარალა, რის გამოც ტარიფის გაზრდა მოსთხოვა. “თბილისი ენერჯის” მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის 8 თეთრით გაზრდის შემდეგ, ტარიფი შესაძლოა “ვარკეთილაირისა” და “ენერგოკავშირის” აბონენტებისთვისაც გაიზარდოს. კომპანიებმა სემეკს საფასურის მატების მოთხოვნით უკვე მიმართეს. მათ წინადადებას ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს. “ვარკეთილაირი” ვარკეთილის მოსახლეობის, “ენერგოკავშირი” კი გლდანისა და…

მეტი...

შეზღუდვები, რომელიც იხსნება დღეიდან ქვეყანაში

დღეიდან პამდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება. იხსნება სახმელეთო საზღვრები და საქართველოში შემოსვლა დამატებით 7 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლებათ. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ასევე, დღეიდან სრულად იხსნება კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვაც და მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, თუმცა აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ისევ ძალაში რჩება. ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვაც.

მეტი...

საქართველო დღეიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს დღეიდან გახსნის. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განმარტა, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. “ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. აქვე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი საქართველოს რეფორმებისაკენ მოუწოდებს

NATO-ს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზეალ ალიანსის ​ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის, ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას. ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ასპირანტმა ქვეყნებმა ფოკუსირება რეფორმების გატარებაზე მოახდინონ. “NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ ქვეყნებთან – საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენი გზავნილია, რომ მათ ფოკუსირება მოახდინონ რეფორმების გატარებაზე. მოახდინონ თავდაცვითი უსაფრთხოების მოდერნიზება, რადგან გვჯერა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

მეტი...