დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალ წელს, სუფრასთან მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა შევიკრიბოთ და ისიც მაქსიმუმ 4-5 ადამიანი.
„ამჟამად, კორონავირუსით ინფიცირების მრუდი მოდის ქვემოთ. ქვეყანაში ახალი შემთხვევები იკლებს. ეს, ერთი მხრივ, შედეგია შემზღუდავი ღონისძიებების, მეორე მხრივ, კი ადრეული გამოვლენის და იზოლირების. ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში, როდესაც მობილობა ძალიან იზრდება. წელს უნდა იყოს ისეთი ახალი წელი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ძალიან მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი ოჯახში. არა დიდი სუფრები, ამაზე უნდა ვთქვათ უარი. არა დიდი თავშეყრები და ბახუსი, არა დიდი მობილობა და მოძრაობა“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში.