“დროზე შემოიტანონ “ნაციონალებმა” პარლამენტში განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ნუ თამაშობენ” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ პარლამენტს ამგვარი განცხადებით.  “როდესაც შემოვა “ნაციონალური მოძრაობის” კონკრეტული დეპუტატების მხრიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდება. ასევე, მოვუწოდებ მათ, ნუ გაახანგძლივებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების შემოტანას, დროზე შემოიტანონ ეს განცხადება “ნაციონალებმა” საქართველოს პარლამენტში, ნუ თამაშობენ,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“თქვენ თუ დაიღალეთ, მაშინ განზე გადექით და ტყვია დაიხალეთ” – ნატო ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილს

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ნატო ჩხეიძე წერს, პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა სიტყვაზე „დავიღალეზე“ ააგო. „დავიღალეთო, ამ სიტყვაზე ააგო დღეს თავისი მოხსენება საქართველოს პრეზიდენტმა. დავიღალეთო… სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე – ეს გალაკტიონია. ჩვენ, საქართველოს თავისუფლების და სიმართლის მუდამ მძებნელი საზოგადოება და ამ ხალხთან ერთად მყოფი ოპოზიცია არ დავიღალეთ!.. არც დავიღლებით!.. ჩვენ გალაკტიონის მოწოდებით ვმოქმედებთ!.. ჩვენ ცისკრის ვარსკვლავი გვეძახის!.. ჩვენ მიზანი გვაქვს და გავიმარჯვებთ!., არა, ქალბატონო პრეზიდენტო და ბატონი ივანიშვილის ავან- ჩავანნო, ჩვენ არ დავიღალეთ!.. და თქვენ თუ დაიღალეთ, მაშინ განზე გადექით და…

მეტი...

ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

ავლაბარში, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. სახლში ერთი ადამიანი იყო, მან თავის გადარჩენა შეძლო და სახლიდან გამოსვლა მოასწრო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.

მეტი...

“შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის “ხათრით””- ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის “ხათრით” და სამი-ოთხი ჩოილარის მისაჩუხანებლად. ჩემგან მოსულა ესეთი პოსტი…”, – წერს ირაკლი ქრუაშვილი.

მეტი...

საბიუჯეტო დაფინანსებას ელისაშვილისა და „გირჩის“ გარდა, ყველა მიიღებს

მმართველი გუნდს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი დაფინანსება –  5,140,020.00 იქნება, „ლეიბორისტებს კი ყველაზე მცირე – 289,710.00 ლარი. ბიუჯეტიდან თანხას 14 პოლიტიკური სუბიექტიდან მხოლოდ 2 პარტია ვერ მიიღებს.    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება უკვე გამოსცა. სახელმწიფო დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი 14 პარტია გახდა, მაგრამ, ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ 12 მიიღებს, რადგან მათგან ორს – “მოქალაქეებსა“ და “გირჩს“ ცესკოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს.

მეტი...

“ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებსა და ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს ამხნევებს და აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში მალე შევლენ. „იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოცილურ ქსელში.

მეტი...

„მე არ მადარდებს ეს ჰიმნი, არ მეხება“ – ლადო კახაძე

მმართველი გუნდის წარმომდგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვლადიმერ კახაძე ფიქრობს, რომ უპასუხისმგებლო ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა უმრავლესობისთვის ხელის შემშლელი ვერ იქნება. დეპუტატმა შეფასება საბჭოთა ჰიმნზეც გააკეთა, რომელიც აქტივისტებს პარლამენტთან ჰქონდათ ჩართული.  „როდესაც საქმეა გასაკეთებელი, მათი ქმედებებით დისკომფორტი არ შექმნილა. ჩემ ქვეყანას აქვს გამოწვევები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ძალიან დიდი გამოწვევები საგარეო ვექტორზეც, რომლის წყვეტაც არ შეიძლება მოხდეს. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც საზღვრავს ყველაფერს ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით… ადამიანებმა, რომლებსაც ვიცნობ და ვიცოდი მათი პასუხისმგებლობის შესახებ, ვფიქრობდი, რომ ამომრჩევლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ გაექცეოდნენ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ფლანგზე არიან ადამიანები, რომლებიც…

მეტი...

ელექტროენერგიის სექტორში 1,261,585,389 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სემეკმა  ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის აუცილებელი ინვესტიციები შეითანხმა –  ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიები მომდევნო წლებში ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ.    სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების  – სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.  შეხვედრაზე განიხილეს სატარიფო საკითხები, ელექტროენერგიის უწყვეტი  მიწოდებისათვის განსახორციელებელი აუცილებელი საინვესტიციო გეგმები და ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები.  ამასთანავე, სემეკის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა და შეითანხმა ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებისა (სისტემის ოპერატორების) და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები.  პროექტები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება,…

მეტი...

მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყვიტა. საქართველოს მთავრობის აწ უკვე წევრები ამჯერად მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან. პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. კანონმდებლობით,  სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტს არაუგვიანეს მე-9 დღისა უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ კი სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განხილვა საკომიტეტო სხდომებზე დაიწყება. მომავალ მთავრობას ისევ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

მეტი...

“საქართველომ არსებითად პროპოციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები” – არჩილ თალაკვაძე

არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დამყარებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მოგვცა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებისადმი მიმართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტო საქმიანობა უნდა წარიმართოთ მოქალაქებისადმი დიდი პასუხისმგებლობით. „საკონსტიტუციო რეფორმისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს მე- 9 მოწვევის პარლამენტი დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტაფეტას გადასცემს ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს. საქართველომ არსებითად პროპოციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული,…

მეტი...

“უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე და თუ ვერ გამოვიყენებთ ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ მოლაპარაკებას, ყველა დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე”

„გირჩი“ უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, „გირჩის“ ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე”, -ამის შესახებ პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტში შესვლას მაშინ აქვს აზრი, თუ ის იქნება “ნამდვილი პარლამენტი“. „დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა. ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი – 113 ადამიანი. ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში, დროზე იქიდან გამოვიყვანოთ” – მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რაც დღეს თბილისში მოხდა არის დიდი გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს. “დღეს, რაც მოხდა თბილისში ეს არის დიდი გამარჯვება, დიდი გამარჯვება პირველი ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება – ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს! ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული – ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ძალა არის ერთობაში! ძალიან მნიშვნელოვანი…

მეტი...

“კორონავირუსზე ტესტების რაოდენობის გაორმაგების მიუხედავად, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იზრდება” – ბიძინა კულუმბეგოვი

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე ტესტების რაოდენობა გაორმაგდა, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იზრდება, – ამის შესახებ ინფექციონისტ-იმუნულოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა მთავარია როგორი იქნება სტატისტიკა მომავალი ორი კვირის განმავლობაში. როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზებას საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს ხელი და რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან. „ინფექციის გავრცელების ტრაექტორიას ჩვენ ვხედავთ. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობა გაორმაგდა, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იზრდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმედღიანი სიხარულით დავკმაყოფილდეთ. სიხარული რომ იყოს სტაბილიზების ძალიან სარწმუნო მაჩვენებლებით გამყარებული, ამისთვის საჭიროა სულ მცირე შვიდდღიანი და მაქსიმუმ ორკვირიანი დაკვირვება. ამიტომ უნდა…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. კენჭისყრის წინ თალაკვაძემ პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებს კითხვის დასმისა და განცხადების გაკეთების უფლებით არ უსარგებლიათ. პლენარულ სხდომას ახლა უკვე თალაკვაძე უძღვება.

მეტი...

“თან ველაპარაკებით, თან მანდატებს ვჭრით, ჩემთვისაც არ არის გასაგები” – იაგო ხვიჩია

ბოიკოტის რეჟიმში რჩება მოლაპარაკებების დასრულებამდე პალიტიკური პარტია “გირჩი”. ჩვენგან საფრთხე არ იქნება იმისი, რომ ვინმე შევიდეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ლიდერები არ შევალთ, მაგრამ დანარჩენი ხალხი შევა, ამ რისკებს მოვხსნით. შესაბამისად, არ არსებობს მსგავსი საფრთხეები, ჩვენი პირობა ნათელია და ჩვენი პარლამენტში შესვლის საკითხი დამოკიდებულია ამაზე. მოლაპარაკება იმდენად ჩიხშია შესული, კობახიძის განცხადების შემდეგ, მცირე შანსი არსებობს მისი წარმატებით დასრულების, თორე ლოგიკა თან ველაპარაკებით, თან მანდატებს ვჭრით, ჩემთვისაც არ არის გასაგები,”-აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გამართა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეიქმნა „ქართული ოცნების“ ფრაქციაც. „ერთ პარტიას საშუალება აქვს, რომ ერთი ფრაქცია შექმნას. შესაბამისად 90-დეპუტატიანი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას მე ვუხელმძღვანელებ. დღეს ავირჩიეთ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. რეგლამენტის თანახმად, ყოველ 15 დეპუტატზე უნდა იყოს ერთი მოადგილე. ესენი იქნებიან გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი ცესკოდან გამოითხოვს სიებს, რომლის თანახმადაც უარს ამბობენ მანდატების პროპორციულად გადანაწილებაზე

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციიდან გამოითხოვენ სიებს, რომლის თანახმადაც უარს ამბობენ მანდატების პროპორციულად გადანაწილებაზე. ადგილზე უკვე მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “ლეიბორისტული” პარტიისა და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები. რეგლამენტის მიხედვით, მანდატებზე უარის თქმისთვის თითოეულ დეპუტატს მოუწევს, პარლამენტს განცხადებით მიმართოს, პარტიებს კი ცესკოში წარდგენილი საარჩევნო სიების გაუქმება დასჭირდებათ, რათა ის დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ. “ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, თუ როგორ დავტოვოთ “ქართული ოცნება” მარტო პარლამენტში. ჩვენ შემოგვაქვს დღეს ცესკოში საარჩევნო ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” სახელით განცხადება, სადაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას და როდესაც 3…

მეტი...

“მომავალი პრემიერ-მინისტრი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, რის შემდეგაც მთავრობის წევრობის კანდიდატები დასახელდება. მისი თქმით, მთავრობის მეთაური კვლავ გიორგი გახარია იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს მთავრობის შემადგენლობას. „მომავალი პრემიერ-მინისტრი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია და უახლოეს დღეებში გაიმართება კონსულტაციების უმრავლესობის ფორმატში მთავრობასა და უმრავლესობას შორის, რის შემდეგაც დასახელდებიან მთავრობის წევრობის კანიდიდატები და ალბათ, მომავალ და იმის შემდგომ კვირაშიც შეიძლება დასრულდეს სამთავრობო პროცედურა და უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა“, -აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.

მეტი...

“ნატო-ს არ ჰყავს მოკავშირეები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს” – ჯეიმს აპატურაი

“ნატო-ს არ ჰყავს მოკავშირეები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს,” – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. „ახლა თქვენგან გავიგე, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი აირჩია. გუშინ ვფიქრობდი, ნეტავ, როგორც დასრულდა ეს სიტუაცია. ვიცი, რომ აშშ-ი და ევროკავშირი ძალიან აქტიურობდა საქართველოში. დიპლომატები ესაუბრებოდნენ ოპოზიციას და ასევე მთავრობას. ნატო-ს სახელით საქართველოს ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარით, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაციის აღმოფხვრაა. ცხადია, ნატო-ს წევრ ბევრ სახელმწიფოს აქვს დაყოფილი პოლიტიკური სისტემები და ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქმედითი მთავრობის არსებობა, მათ შორის პარლამენტში მყოფი…

მეტი...

“ალეკო ელისაშვილმა არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს და იყოს კობახიძის სპიკერი” – გიგა ბოკერია

“ალეკო ელისაშვილმა არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს, იყოს კობახიძის სპიკერი და რა ვქნათ,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გიგა ბოკერიამ განაცხადა. „გირჩი“ აქ, რომ არ იმყოფებოდა, ეს მისი უფლებაა, რომელ ცერემონიაში უნდა მონაწილეობის მიღება, პოზიცია აქვს იგივე და მყარი, სიების ჩახსნა და გამოსვლა პარლამენტიდან, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული. რაც შეხება „რესპუბლიკელებს“, აქ რაღაც წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება და ამიტომ არ მინდა რამე დავაბრალო, თავიდან ვნახე ერთნაირი განცხადება, მერე მეორენაირი, რომ როგორც ბლოკი მოიქცევა, ისე მოვიქცეთო, ამიტომ არ ვიცი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ პოზიციას დათმობს, შეცდომას დაუშვებს, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ,…

მეტი...

“ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ოპოზიციის რიგებში” – კახა კუკავა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიციაში არანაირი განხეთქილება არ არის. კუკავას თქმით, შესაძლოა, არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხის ირგვლივ, რომ პარლამენტი არის არალეგიტუმური და იქ შესვლას არავინ აპირებს. მისივე განმარტებით, გამონაკლისია ალეკო ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციის რიგებში აღარ მოიაზრება. „არანაირი განხეთქილება არ არის, ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ჩვენს რიგებში და ოპოზიციის რიგებში. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლებ იყოს, მაგრამ ეს პარლამენტი რომ არის არალეგიტუმური და ამ პარლამენტში შესვლას არავინ აპრებს, ეს საკითხი დახურულია. ელისაშვილი არის გამონაკლისი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბიძინა ივანიშვილს, ივნიშვილს მეტი არც ერთი…

მეტი...

“8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! სტაბილურობა არ გაქვთ?!” – ელისო ბოლქვაძე

“8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! სტაბილურობა არ გაქვთ?!” – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტების მიერ საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და სწორედ ამიტომ მოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ბევრი რამ გააკეთა. „მე ამ ადამიანს ( ბიძინა ივანიშვილს) არც ვიცნობ, ერთხელ ვარ შეხვედრილი, რასაც მე ვხედავ და რასაც ის აკეთებს, სამება, 4000 ადამიანს დაეხმარა კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებს – ის ხალხს ეხმარებოდა სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა იმიტომ, რომ ისინი მოკვდებოდნენ მშიერი. ერთპარტიული პარლამენტი თავისთავად არ არის სასურველი და ეს…

მეტი...

“ქართული ოცნების” არჩეულმა დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს

“ქართული ოცნების” არჩეულმა დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა: “მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისადამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს. ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების საქართველო ძლევამოსილების დაცვის სამსახურში”. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვეს “ვფიცავ”, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია. ამ მომენტიდან უფლებამოსილება შეუწდა წინა…

მეტი...

“ბურჯანაძეს, ოქრუაშვილს, ბესელიას, უგულავას, არც ბოკერიას მანდატი არ აქვთ და იქნებიან ქუჩაში” – ალეკო ელისაშვილი

“ჩვენ, განსხვავებით მათგან, ვისაც თან მოლაპარაკებებზე უნდა წამოსვლა, თან ვითომ მანდატებს ხევს, მერე საერთო ჯამში პარლამენტში შემოვა, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების არ გვეშინია, მიგვაჩნია, რომ უნდა გავაკეთოტ ის, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი სინდისისთვის მისაღები,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში სამომავლოდ უკეთესი არჩევნები ჩატარდეს და პარტია „მოქალაქეები“ მზად არიან, ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, პარლამენტში შევიდნენ. „დღეს ვინც მანდატებს ხევს და რაღაცას ხელს აწერს, იქით კვირას მოლაპარაკების მეექვსე რაუნდზე მოვლენ, დასხდებიან, მერე პარლამენტში შევლენ და მერე როგორ უნდა შემომხედონ თვალებში?…

მეტი...

„პარაკლისი პარლამენტს“ – პლენარული სხდომა სამგლოვიარო მუსიკის ფონზე (ვიდეო)

ოპოზიციის ნაწილმა, პარლამენტის შესასვლელთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა და პარლამენტში შესულ დეპუტატებს და პარლამენტს პარაკლისი გადაუხადა. თითქმის მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის პერიმეტრზე ისმის სამგლოვიარო მუსიკა და ამ ფონზე მიმდინარეობს პლენარული სხდომა.

მეტი...

“ქვეყნის კეთილდღეობა, მათ შორის ევროატლანტიკური საფრთხეშია, თუ შეთანხმება ვერ მოხდა, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება”- ევროპარლამენტარები საქართველოზე

საქართველოს პარლამენტის შეკრებამდე 1 დღით ადრე ევროპის პარლამენტი შეიკრიბა პარტნიორი ქვეყნის პრობლემებზე სამსჯელოდ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სრული საათი დაუთმეს პოლიტიკურ კრიზისზე მსჯელობას. მოკლე შეფასება ასეთია: ქვეყნის კეთილდღეობა, მათ შორის ევროატლანტიკური – საფრთხეშია, თუ შეთანხმება ვერ მოხდა, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. მოწოდებების ადრესატი ამჯერად სხდომაზე ოპოზიცია იყო, რომელსაც ევროპელი კოლეგები პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მრავალფეროვან პარლამენტში საქმიანი მსჯელობა პრობლემების დაძლევის გზაა. ამ მოწოდებებით აქტიურობდნენ ისეთი ევროდეპუტატებიც. ევროდეპუტატებმა სხდომაზე არაერთხელ გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია 31 ოქტომბრის არჩევნებზე ვერ იყო წარმოდგენილი, თუმცა შეფასებებისას არაერთხელ გამოიყენეს ეუთო/ოდირის დასკვნაც. იქ მოყვანილ…

მეტი...

“იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა” – გუბაზ სანიკიძე

დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების“ დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ვერის ბაღში ოპოზიციის აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ გაიმარჯვა. „ზოგადად რომ შევაფასოთ, დღეს რაც მოხდა, ეს არის ტაქტიკური გამარჯვება ქართული ოპოზიციის და ტაქტიკური, სერიოზული მარცხი „ქართული ოცნების“, რადგან 30 წლის თავზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი. კომპარტია ორი, თუ დაუკრავენ საბჭოთა კავშირის ჰიმნს, არ გაუკვირდება არავის. პარლამენტში რომ შევსულიყავით, მაშინ ბერკეტი არ გვექნებოდა, ახლა გვაქვს ეს ბერკეტი, ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისთვის და…

მეტი...

„ქართული ოცნების“ აქტივის გამოცხადება პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შედგა, პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია” – შალვა ნათელაშვილი

„ქართული ოცნების“ აქტივის გამოცხადება პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შედგა, პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის პარლამენტის სხდომაზე დაუსწრებლობა იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს. „ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს პარლამენტი, არჩევნები გაყალბდა, ძალაუფლება მითვისებულია, უზურპირებულია და ის აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს მშვიდობიან ცვლილებებს. მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომლითაც მიღებული იქნება რეალური, ეფექტური ხელისუფლება, რათა დაცული იქნას ქვეყნის უსაფრთხოება და გარანტირებული მისი მომავალი. „ქართული ოცნების“ აქტივის გამოცხადება პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შედგა. პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია, ის რვა პარტია, რომელიც აირჩია ხალხმა, რადგან…

მეტი...

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება, რითაც უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება. შესაბამისად, ის უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კაძეს გადაეცა, რომელიც პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით…

მეტი...

“ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, ეს იქნება არა ბოიკოტი, არამედ ჩვეულებრივი შატალო” – გიგი უგულავა

„რესპუბლიკური“ პარტია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში ვერ დავეხმარები. მე შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ ტესტი ბოიკოტის არ არის დღეს ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში. ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. „გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში ვერ დავეხმარები. მე შემიძლია ერთადერთი რამე ვთქვა, რომ ტესტი ბოიკოტის არ არის დღეს ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში. ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, რასაც ივანიშვილი პარლამენტს არქმევს. შესაბამისად ის, ვინც არ დაწერს…

მეტი...

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებებს მოაწერა ხელი

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივ განცხადებებს მოაწერა ხელი. კერძოდ, განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე. აქევე აღნიშნულია, რომ მათი ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა ცესკო-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე. „ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა, ცესკო-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის…

მეტი...

“დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები უზრდელობაა” – პრეზიდენტი

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიური კორპუსის მიმართ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი პრეცედენტი უზრდელობაა და დაუშვებელია. როგორც პრეზიდენტი ამბობს, საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყნისგან მეტ თანამშრომლობას და სოლიდარობას ელოდება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ექიმების მიმართ, რომელებიც პანდემიას ებრძვიან, პრეზიდენტი სამედიცინო პერსონალს ბოდიშს უხდის. პრეზიდენტის თქმითვე, მედია, რომელიც პოლარიზებას არ აღუდგება წინ, საკუთარ თავს ვნებს. “ამ დესტრუქციული კამპანიის ფარგლებში აგრესიის ქარცეცხლში მოყვნენ ისინიც, ვისი როლი ჩვენი სტაბილურობისა და განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომელთა თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს. მათი შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა. მე მრცხვენია და…

მეტი...

“რაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ხდება, არის ქართული პარლამენტარიზმის და ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი” – გიგი უგულავა

„ის, რაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ხდება არის სწორედ ქართული პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი“, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ოპოზიციური პარტიების მიერ, პარლამენტში პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას. უგულავას თქმით, სიმბოლურია, რომ ეს მემორანდუმი მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ფორმდება. „ჩვენი ბოიკოტი მე-10 მოწვევის გაყალბებულ პარლამენტზე სწორედ პარლამენტარიზმის დაცვას და არჩევნების იდეის დაცვას ემსახურება, იმიტომ, რომ როდესაც არჩევნები გაყალბდება, თუ რამე აზიანებს დემოკრატიას, თუ რამე აზიანებს არჩევანის თავისუფლებას, ეს არის სწორედ გაყალბებული არჩევნები. ის, რაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ხდება არის სწორედ ქართული პარლამენტარიზმის…

მეტი...

“დღეს ვართ დამოუკიდებლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება” – სალომე ზურაბიშვილი

“დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისივე თქმით, იდეოლოგიების დრო დასრულდა და საჭიროა გათავისუფლება იმისგან, რაც დაბრკოლებას ქმნის. „საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც გვაბრკოლებს: შიში სიმართლის თქმისა, შიში ინიციატივის და პასუხისმგებლობისა, თამამი ნაბიჯების გადადგმის შიში. შიში, რომელიც…

მეტი...

“ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დაიკავებდა თავის ადგილს” – კელი დეგნანი

“ჩვენ ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დასწრებოდა სხდომის გახსნას, როგორც სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტის დროს ვთქვით, რომ მათ შეძლონ ბრძოლა სასურველი ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან, ქუჩების ნაცვლად,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. დეგნანის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით „როგორც სახელმწიფო მდივან პომპეოს ბოლო ვიზიტის დროს ვთქვით, ჩვენ ვისურვებდით, გვენახა, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი დაიკავებდა თავის ადგილს და იბრძოლებდა პარლამენტის შიგნიდან მათთვის სასურველი ცვლილებებისთვის და კონსტიტუციური ინტერესებისთვის პარლამენტის შიგნიდან. როგორც აღვნიშნეთ, პოლიტიკურმა…

მეტი...

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა გახსნა, რომელიც პარლამენტში შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს. პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები. აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, თუმცა პარლამენტი ხმათა უმრაველოსობით 150-ვე წევრის უფელბამოსილებას ცნობს. ამის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

მეტი...