წყლისა და დენის ტარიფის ზრდას სემეკი ხვალ განიხილავს – ვის და როგორ შეუძლია სხდომაზე დასწრება

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29  დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 29 დეკემბერს, 9:00 საათზე საჯარო სხდომაზე განიხილავს კომპანიების –  სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით.   „სემეკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას,  მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ…

მეტი...

უმუშევრობა მატულობს, თვითდასაქმებულთა რაოდენობა იკლებს

„საქსტატის“ ანგარიშით, პანდემიის შემდეგ, უმუშევართა რაოდენობა იზრდება და თვითდასაქმებულთა რაოდენობაც მცირდება. ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში.   „მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე). ასევე, შემცირდა მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან. 2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7 პროცენტული პუნქტით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მეტი...

ელენე ხოშტარია გუნდს ეთიშება და დამოუკიდებელ პოლიტიკურ სვლას იწყებს

ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველოდან“ წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი გადაწყვეტილებაა დამოუკიდებელი პოლიტიკური სვლა გააგრძელოს. „მინდა დავიწყო მადლობით „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთანაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე.  უბრალოდ მე მაქვს ახალი…

მეტი...

აფხაზეთში დევნილების მიტოვებულ სახლებს რუსები ეპატრონებიან

„რუსეთის მთავარი სამიზნე, დევნილების მიერ დატოვებული სახლებია, რომელიც დევნილებისთვის დღემდე ვერ დაგვიკანონებია“ – ეს განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა. „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება“ – ასე ჰქვია ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვმა მარწუხებში მოქცეულ აფხაზეთს გაუფორმა.   „დოკუმენტში რადენიმე პუნქტია, რომელიც ნიშნავს, რომ აფხაზეთი ფორმალურ დამოუკიდებლობასაც კარგავს. მეორე პუნქტი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგ მოქალაქეობას ეხება. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად გახდებიან აფხაზეთის მოქალაქეები. პროექტის  განხორციელების ვადა 2021…

მეტი...

აფხაზეთის კანონმდებლობა რუსულს უნდა შეერწყას – რა შეთანხმება გააფორმა რუსეთმა აფხაზეთთან?!

მოსკოვმა სოხუმთან ჰარმონიზაციის ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა, რომელის რეალიზაცია 2021 წელს უნდა დაიწყოს და 2023 წელს დასრულდეს. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ეს არის „ხელშეკრულება“ რომლითაც  აფხაზეთი იმ ფორმალურ დამოუკიდებლობასაც დაკარგავს, რომელიც დღეს ოდნავ მაინც არის შენარჩუნებულია. „აფხაზეთის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება და ახალ ფაზაში გადავა. 12 ნოემბერს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას. დოკუმენტის სახელწოდებაა „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება“. დოკუმენტს ხელი მოეწერა მოსკოვში.  ეს არის ოფიციალური დოკუმენტი.  ეს პროგრამა 2021-2021 წლებში უნდა განხორციელდეს. აფხაზები…

მეტი...

სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები პირველები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იდენტიფიცირებულა ის ჯგუფები, რომლებიც „კოვიდ 19“-ს ვაქცინებს პირველ ეტაპზე მიიღებენ. „დღეს და ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც 8 მიმართულება აქვს. უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან ქვეყანაში. პირველები იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 65 წელს ზემოთ, 55 წელს ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მქონე მოსახლეობა და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინა მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ინფიცირებულების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და მერე წამოვიყვანეთ ქვემოთ“ – გიორგი გახრია

გიორგი გახარია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მადლობას უხდის. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი, ჯერ, რაღაც პერიოდი, ჩვენთან ერთად იქნება.  „ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რომელიც ჩენ გვაქვს. მაგალითად ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად ჩვენ შევძელით და ინფიცირებულების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და მერე წამოვიყვანეთ ქვემოთ. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგების და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა და დღეში გვყავს დაახლოებით 1000-1500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000 უახლოვდებოდა“,…

მეტი...

“სხვა კონტინენტიდან ნივთის გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან“ – გიორგი გახარია

 “სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალოებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, “ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ამიტომ მთავრობამ და ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადაახალისოს და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის მიღწევა უნდა იყოს.  „სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალოებით გამოიწერო და მარტივად…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმმა ახალი მავთულხლართები გაავლო

„მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი“ – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.   სუს-ის ინფორმაციით, დამონტაჟებულია ახალი კონსტრუქციები. „საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები,“- ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების…

მეტი...

„კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

ქურდული სამყაროს წევრობისთვისა და ბიზნესმენებისთვის თანხის გამოძალვისთვის სამეგრელოში 2 პირი აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდსა და ხობში სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1959 წელს დაბადებულ რ.გ.-სა და 1964 წელს დაბადებულ კ.ქ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად „შლაპა“) მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ბიზნესმენს – ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს…

მეტი...

ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს

ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს. ხოშტარია გადაწყვეტილების მიზეზებზე 15 საათზე, პარტიის ოფისში ისაუბრებს. არსებული ინფორმაციით, “ევროპულ საქართველოდან” წასვლის შემდეგ, ელენე ხოშტარია არცერთ პარტიაში არ აპირებს გაწევრიანებას და ის თავად შექმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. 

მეტი...

“კორონავირუსის ვაქცინაზე მოლაპარაკებები სექტემბრიდან აქტიურად მიმდინარეობს” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით „კოვაქს პლატფორმასთან“ მოლაპარაკებები სექტემბრიდან მიმდინარეობს და საქართველოს 16 მილიონი ლარი უკვე გადახდილი აქვს. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავად მწარმოებლებთანაც. „ვაქცინაზე მოლაპარაკებები სექტემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ უკვე გვაქვს გადახდილი 16 მილიონი ლარი, რომელიც არის მეოთხედი იმ ღირებულების, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ავცრათ ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტი. „კოვაქს პლატფორმის“ გარდა, ასევე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომელიც არის პროცესში, ჯერჯერობით მეტი დეტალის დასახელება შეუძლებელია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ყველა ცივი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა ვაქცინების შემოსატანად, დღეს ქვეყანაში არსებობს.…

მეტი...

“კორონავირუსის ახალი შტამი არ არის უფრო აგრესიული, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში, ამის შესახებ დაზუსტებით კვირის ბოლოს იქნება ცნობილი. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, არაფერი განსაკუთრებული ამ მხრივ არ მოხდება, რადგან საქართველომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი შეზღუდვა შემოიღო და ისინი კარანტინში გადადიან. მისივე თქმით, ახალი შტამი არ არის უფრო აგრესიული, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება. „მიმდინარეობს გენომის სეკვენირება ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე იდენტიფიცრებულია, რომ მეტი ეჭვის საფუძველია იქ. ამ გენომის სეკვენირებას სჭირდება 4-5 დღე და ალბათ,…

მეტი...

“3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა “- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე 3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე მსჯელობა არ ყოფილა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, თუ ეპიდვითარება არსებულ დონეზე შენარჩუნდება, ლოქდაუნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. “ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ეპიდსიტუაცია იქნა მსგავსი, როგორიც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილული არ იქნება, მაგრამ ის შეზღუდვები იქნება, რაც 2-თვიანი გეგმით არსებობს,” -აღნიშნა გამყრელიძემ.

მეტი...

“ყველა ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინიფიცირების მაჩვენებელი მცირდება” – ამირან აგმყრელიძე

ყველა ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ინიფიცირება ქვეყანაში მცირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღეისათვის საქართველო ინფიცირების მაჩვენებლით ევროპაში დაახლოებით მე-8 ადგილზეა, მსოფლიოში კი -12-ზე. „ბოლო ერთი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირაში უკვე აღინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში. ყველა მაჩვენებლით, ყველა ინდიკაროტით, რომელიც დაკავშირებულია 7-დღიან საშუალო ინციდენტობასთან , 14-დღიან კუმულაციურ ინციდენტობასთან, ყველა მაჩვენებელი უკვე ქვემოთ არის წამოსული. მრუდს რომ შეხედავთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების განვითარების და გადაიყვანთ მას ასი ათას მოსახლეზე, ნახავთ, რომ ჩვენ უკვე ქვემოთ მოვდივართ. თუ ჩვენ…

მეტი...

“ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს რომ ბანკში არ არის, პოლიტიკაშია” – შალვა ნათელაშვილი

ოქრუაშვილის შემდეგ ხაზარაძის მიმართ, უკმაყოფილება შალვა ნათელაშვილმაც გამოხატა. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი მიიჩნევს, რომ არჩევნები 2021 წლის ივნისამდე უნდა ჩატარდეს.   “დაპირისპირება არ არის. ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა აჩვენა ისტორიული, უპრეცედენტო ერთიანობა, და ეს გრძელდება აი ამ წამებშიც, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობაა. თემა და პრობლემა არის მტკივნეული, ისტორიული, გადასაწყვეტი, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვან. თუმცა, არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, რადგან ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება ქვორუმი უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე. ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ბანკში არ არის, პოლიტიკაშია და პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022-ში არჩევნების…

მეტი...

“პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით” – ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება იმ ძირითად ღონისძიებებზე გაამახვილა, რომლითაც ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა. „ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით. დაბალი გავრცელების მიუხედავად, ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ ვემზადებოდით მეორე, ბევრად რთული ეტაპისთვის, რომელიც, ჩვენი გათვლებით, შემოდგომაზე დაიწყებოდა. პროგნოზი გამართლდა და სექტემბრის დასაწყისიდან შემთხვევების მკვეთრი მატების ტენდენცია დაფიქსირდა. სწორედ წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ გავრცელების მაღალი ნიშნულის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და დღეს ყველა პაციენტს მიეწოდება მისთვის საჭირო მომსახურება“,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 257 თბილისში, 68 აჭარაში, 55 კი იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 257 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 55. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. კერძოდ,  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვემო ქართლში გამოვლინდა კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 608, აჭარაში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა, შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 766 პირი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 766 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის, 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 222 143 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 206 313 გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1 019 პაციენტის მდგომარეობა.…

მეტი...

რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოვლინდა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა.დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლისშესაბამისად 518 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვანდაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებაკანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოსსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის…

მეტი...

“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი…” – ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ორქუაშვილი, სოციალური ქსელიდან ლექსით მიმართავს. ოქრუაშვლის სარკაზმი ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდებს უკავშირდება: „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”. 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ…“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია “ლელოს” პოზიცია, რომლის შესახებაც ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ისაუბრა. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022…

მეტი...

ნინოწმინდაში გაზის გამათბობელი აფეთქდა – არის მსხვერპლი

ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხანჩალში, გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად, 75 წლის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გამათბობლის არასწორმა მოხმარებამ გამოიწვია. ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და სამედიცინო ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მსხვერპლი სახლში მარტო იმყოფებოდა. სოფელში ჰყვებიან, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის გამსვლელი დაკეტილი ონკანი გახდა, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია.

მეტი...

დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა. კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერა ნიშნავს, რომ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცებულია და აშშ-ში მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეფერხება თავიდან იქნა აცილებული. კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად ბიუჯეტში 900 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. ეს არის 2.3 ტრილიონი დოლარის ხარჯვითი პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 1.4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური მთავრობის ხარჯებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, კანონპროექტს უმუშევრობის შეღავათების აღსადგენად, გამოსახლების შეჩერების მიზნით, ქირის დასახმარებლად, ავიაკომპანიების მუშაობის აღსადგენად, ვაქცინის განაწილებისთვის თანხის დასამატებლად და სხვა არაერთი მიზეზის გამო მოაწერა ხელი. მანამდე ტრამპი…

მეტი...

“ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო” – ნიკა მელია

„ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველი ხალხი გადააქცია ერთი კაცის საკარმიდამოდ, სადაც აღარ არსებობს დიდი მიზნები და ღირებულებები, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა კაცმა დაიცვას და გაამრავლოს საკუთარი ფული ჩვენს ხარჯზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობაა. “მინდა მოგესალმოთ ყველაზე ძლიერ, ყველაზე წარმატებულ პარტიას, რომელსაც ქვეყნისთვის ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანია. გუნდს, რომელიც არასოდეს შეგუებია უკანონობას, ქვეყნის გაღატაკებას, დაბეჩავებას, სიყალბეს. ვისაც თითოეული მოტყუების მცდელობა მხოლოდ აძლიერებს, მოტივაციას…

მეტი...

ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მზადყოფნა, რომ აქტიური კონსულტაციები გაიმართოს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის. „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეუდგება უკვე წარდგენილი კანონპროექტის განხილვას. ძალზედ მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ფართო წრეს ადამიანებისას, რომლებიც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, შეეხებათ ეს ამნისტია და იმ მუხლებს, რომელიც ამავე კანონპროექტით არის შეთავაზებული. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც იმთავითვე აღინიშნა, ჩვენი განწყობა და მზადყოფნა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიური კონსულტაციები გავმართოთ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის.…

მეტი...