პოლიციის მაღალჩინოსანს, კლინიკის ხელმძღვანელის მკვლელობისთვის პატიმრობა შეუფარდეს

თელავის  სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და ადამიანის დაჭრისთვის მაღალჩინოსან  ვანო ზანდარაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პოლიციის მაღალჩინოსანმა კლინიკის ხელმძღვანელს მანქანაში 7 ტყვია ესროლა. ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. მას, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს 38 წლის დირექტორის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის დაჭრას ედავებიან. ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

ევროპამ „კოვიდ 19“-ს ვაქცინის გამოყენება დაიწყო

გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბელგიამ, სლოვაკეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება აქტიურად დაიწყო. ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, განსაზღვრულია ჯგუფები, ვინც პირველ ეტაპზე აიცრება.    ვაქცინაცია პირველ ეტაპზე შეეხებათ ხანდაზმულებსა და სამედიცინო პერსონალია. ამის შემდეგ კი დაიწყება საყოველთაო აცრები. ევროკავშირის ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა.

მეტი...

„რაოდენ უმადურია ადამიანი და რამდენ ცივ და სასტიკ უარს აწყდება ღმერთი“ – მეუფის ქადაგება  

„სახარება არის იმაზე, რაოდენ უმადურია ადამიანი და რამდენ ცივ და სასტიკ უარს აწყდება ღმერთი ამ მოწოდების შემდეგ. როდესაც ჩვენ უფალი გვიწევს, ჩვენ ვცდილობთ, მიწიერს მივეჯაჭვოთ, მიწიერ ღირებულებებს და ვეუბნებით უფალს – მიწა არის ჩვენი, ჩვენ მიწაზე დავიბადეთ, აქ უნდა გარდავიცვალოთ“ – ამონარიდი მეუფე შიოს ქადაგებიდან. მეუფემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა და  წმინდანთა მამამთავართა დღე მიულოცა. მეუფე სახარების შესახებ ისაუბრა და ქორწინებასა და სიყვარულზე გაამახვილა ყურადღება. “უფალი იესო ქრისტე მოგვითხრობს და გადმოგვცემს რაოდენ დიდია და უსაზღვროა უფლის სიყვარული ადამიანებისადმი. იმდენად დიდია, რომ იგი ამ სიყვარულს გადმოსცემს საქორწინო სუფრის მაგალითით. ყველაზე უფრო…

მეტი...

უმუშევრად დარჩენილი ამერიკელები სახელმწიფო დახმარებას ვერ მიიღებენ

ამერიკის კონგრესის ინიციატივა, პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების კომპენსირებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს რესურსი არ გააჩნია, სრულად უზრუნველყოს უმუშევრად დარჩენილები.   საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესმა წარადგინა ინიციატივა, რომელიც თითოეული უმუშევრისთვის თვეში 600 დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითვალისწინებდა. დონალდ ტრამპის უარის მიზეზი კი ის გახდა, რომ პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული თანხა არასაკმარისია უმუშევრად დარჩენილებისთვის.   მთლიანობაში, პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს უმუშევრებისთვის 900 მილიარდი ევრო უნდა გადაეხადა. დონალდ ტრამპის შეფასებით კი ეს თანხა იმდენად მიზერულია, უმუშევრებს რეალურად ვერ დაეხმარებოდა. ტრამპის თქმით, თითოეულ უმუშევრისთვის თვეში  დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ,…

მეტი...

ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძემ მუშაობა თავდაპირველად დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად დაიწყო. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები. ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: “ყვავილი თოვლზე”, “თოჯინები იცინიან”, “პაპა გიგია”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და ტელეფილმში “მზე ჭიქაში”. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 -საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

მეტი...

დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებს

დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებს. მას შემდეგ, რაც პარტიის წევრების და მხარდამჭერების თითქმის 65-მა პროცენტმა, ელექტრონული კენჭისყრით გზით, პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩია, ახლა გადაწყვეტილება უკვე ყრილობაზე უნდა დამტკიცდეს. პარტიის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.  “5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა არჩევნების პროცესი ინტერნეტის საშუალებით, სადაც 21 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ მათ გადაწყვიტეს, ვინ იქნებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჩვენმა პარტიამ წინ და ასე იქნება დღეიდან, დიახ, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს პარტია, ამ…

მეტი...

დაღუპული სამხედროების შვილებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა მინისტრის საჩუქრები მამების მეგობრებისგან მიიღეს. სამხედროები გმირების ოჯახებს სახლებში ესტუმრნენ და iPad-ები, “ჰაიქსის” ფირმის აქსესუარები და ტკბილეულობა გადასცეს.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 484 თბილისში, 81 აჭარაში, 185 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დადასტურდა 484 შემთხვევა, აჭარაში – 81, იმერეთში – 185. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში გამოვლიბდა 84 ახალი შემთხვევფა, შიდა ქართლში – 63, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 61, კახეთში – 61, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 613,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 208 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის, 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 221 605 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 203 547 გამოჯანმრთელდა, 2 377 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა…

მეტი...

ნახევარ კილომდე ნარკოტიკს ქალის კოსმეტიკაში ინახავდა  

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. ამოღებულია ნახევარ კილომდე ნარკოტიკი „ალფა პვპ“. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე “ალფა პვპ,” ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

“კოვიდ-19”-ის მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 577 პირი დაჯარიმდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 577 ფაქტი გამოვლინდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-დან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 484 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს…

მეტი...

დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედება ,,მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო” შეუჩერდა. „ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კრების ოქმის თანახმად, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს ,,მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო”, შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 109-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 251 პაციენტი მკურნალობს. მათგან 28-ს მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათში გაგრის კოვიდცენტრში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 83 წლის მამაკაცი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვალების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 459 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 6 726 ადამიანი.

მეტი...

როდის სრულდება სკოლებში სწავლა და როდემდე გაგრძელდება არდადეგები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება. რაც შეეხება სწავლის განახლების თარიღს, მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით  საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული, რაც სკოლებსაც ეხებათ: „3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, დასვენების დღეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს დაგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში. შესაბამისად, ესაა კიდევ ერთი ბლოკი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების, რაც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, რათა მათი მობილობა ამ დღეებში არ იყოს ჩაკეტილი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. იმის გამო, რომ 16, 17 იანვარი შაბათ-კვირას ემთხვევა, სკოლებში ონლაინ სწავლება 18 იანვარს,…

მეტი...

„დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა” – ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ ახალგაზრდა ექიმზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. „დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ჩემი კოლეგა, ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ინფექცია და გავიდა სამსახურში, სამწუხარო შემთხვევა, უეცარი სიკვდილი განვითარდა. ძალიან დიდი მწუხარებაა. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი სისტემა უმკლავდება”, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მეტი...

“საპატიმროებში „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ კამპანიური ხასიათი მიიღო” – სპეციალური პენიტენციური სამსახური

პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ კამპანიური ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19 არის გავრცელებული და პენიტენციური სამსახური ამას მალავს. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამ უკვე მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო, რაც პატიმრებსა და მათ ოჯახებში პანიკის დათესვას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, თუმცა არც ერთხელ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, ვინაიდან ეს არის სიცრუე. სიცრუეა ასევე სიუჟეტში ფარული რესპოდენტების, ასევე ყოფილი მსჯავრდებულის, ამჟამად პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წევრის მიერ გაჟღერებული…

მეტი...

„კარი რომ გაიღო მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი – მარჯვენა ფეხით შემოდითქო, ციხის დირექტორი იყო“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ცხოვრება რთულია, მშვენიერი და საინტერესო,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი წერს. პოლიტიკოსი ციხეში გატარებულ ახალ წელს იხსენებს: „წელს ისეთი მეკვლე მყავდა, ვერც გამოიცნობთ და ვერც ინატრებთ. კარი რომ გაიღო მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი – მარჯვენა ფეხით შემოდითქო, ციხის დირექტორი იყო. ამ ახალ წელს, ოღონდ ამირან გამყრელიძე და “ბეზრუკავკიანი” პაატა არ იყვნენ ქვეყნის მეკვლეები და ციხის დირექტორზეც თანახმა ვარ,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

სენაკში ავტოავარიის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა

სენაკში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „არქიმედეში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულს აქვს მსუბუქი ჭრილობა შუბლის არეში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

შალვა ნათელაშვილმა 67 000 ლარის სახელფასო ბიუჯეტი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა

“ლეიბორისტული პარტია” საკუთარი დამკვირვებლების ნაწილს ხელფასს არ გადაუხდის. შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებით, ანაზღაურებას იმ უბნებზე მომუშავე დამკვირვებლები ვერ მიიღებენ, სადაც პარტიამ ვერცერთი ხმა ვერ აიღო. “ლეიბორისტული პარტია” უარს ამბობს, საპარლამენტო დაფინანსებაზეც, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებით შალვა ნათელაშვილს დეპუტატის კუთვნილი ხელფასი არ ჩარიცხვია. თანხა დაერიცხა ელენე ხოშტარიას და იმ რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში წინა მოწვევის დროს მუშაობდნენ, მათ შორის ნატო ჩხეიძეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და ეს მმართველი გუნდის ოპოზიციის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. რატომ ჩაერიცხა დეპუტატების ნაწილს ხელფასი, განმარტება გაკეთდა პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანს ოფიციალური ინფორმაციით, თანხა ჩაერიცხათ წინა მოწვევის პარლამენტის…

მეტი...

“ანეკდოტია, ჯერ არაფერი გაუკეთებიათ და ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას” – თენგიზ ცერცვაძე “ოპონენტ კოლეგებზე”

COVID-19-ის კლინიკური მართვა საქართველოში წარუმატებლობა, თუ სერიოზული წარმატება – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის დისკრედიტაციაზე საუბრობს, რომელშიც მისი კოლეგების გარკვეულ ჯგუფს ადანაშაულებს.  “COVID-19-ის კლინიკური მართვა საქართველოში წარუმატებლობა, თუ სერიოზული წარმატება. მთელი პანდემიის მანძილზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმი სისტემატურად ცდილობენ COVID-19-ის პანდემიის მართვასთან მიმართებაში ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების ნებისმიერი გზით დისკრედიტაციას და ქვეყანაში აპოკალიფსის სურათის დახატვას. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. ტყუილი 1:…

მეტი...

“ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში – სტატუს -კვო მალე შეიცვლება” – არჩილ თალაკვაძე

ვფიქრობ, უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია. სტატუს – კვო მალე შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ისტორია ადასტურებს, რომ ის, რაც ხალხს სურს და ის, რაც საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად მოხდება. „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ყოფილიყო ცხრა პოლიტიკური პარტია. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ემუშავათ და ერთად მიეღოთ გადაწყვეტილებები. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პანდემია არ იყო ის ფაქტორი, რომელიც მას შეუშლიდა არჩევანის გაკეთებაში ხელს და მიუხედავად პანდემიისა, ორი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მივიდა არჩევნებზე. საზოგადოებამ გადაწყვიტა,…

მეტი...

“ვაფასებ თქვენს ერთგულებას საყოველთაო ჯანდაცვის იდეისადმი” – ჯანმო-ს გენერალური დირექტორი გიორგი გახარიას

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. ჯანმო-ს გენერალური დირექტორი საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობას უხდის და პანდემიის დასრულებაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას ვუხდი ძალიან კარგი სატელეფონო საუბრისთვის. გულწრფელად ვაფასებ თქვენს ერთგულებას საყოველთაო ჯანდაცვის იდეისადმი და ახალი კორონავირუსის ვაქცინის თანაბარი განაწილების მიზნით გაწეულ შრომას. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ პანდემიის დასასრულებლად“, – აცხადებს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი.

მეტი...