“იმედი მაქვს, მომავალი წელი პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება” – – პაატა იმნაძე

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ეს ახალი წელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, განსხვავებულად აღნიშნონ და მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებს. პაატა იმნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ის წელი, როდესაც კაცობრიობა შეძლებს პანდემია დაამარცხოს და 2022 წლიდან მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება:

“წინ გველის ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი. ჯერ ერთი ქვეყანას ჰქონდა ასეთი დიდი მსხვერპლი და ალბათ, ძალიან დიდი საზეიმო განწყობა არ შეიძლება იყოს. ძალიან ბევრ ოჯახს დღეს პრობლემები აქვს ყველანაირად. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ჩემ თანამოქალაქეებს მაქსიმალურად ვიწრო წრეში და ძალიან დიდი ქართული ტრადიციებისგან განსხვავებით ვიწრო წრეში აღნიშნონ ეს ახალი წელი. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი. კაცობრიობა შეძლებს, რომ პანდემია დაამარცხოს და დავუბრუნდეთ 2022 წელს ნორმალურ ცხოვრებას,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები