კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. „ჩემი თანამშრომლები მართლაც 24 საათს ატარებენ თბილისის სამსახურში. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ის, რომ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მიმართ, არის მათი დამსახურება. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც დილის 5 საათზე იღვიძებენ, 6 საათზე გამოდიან სამუშაოდ იმისათვის, რომ ქალაქი დასუფთავებული იყოს. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან და მათ გადაადგილებაში ეხმარებიან, ისინი ჩვენი ავტობუსების მძღოლები, მეტროს მემანქანეები და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები არიან.…

მეტი...

“რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული” – თეა ახვლედიანი

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია, რომლის შედეგია ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო გართულდა პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა. როგორც ახვლედიანმა განმარტა, პანდემიის დროსაც კი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა. „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და ეთნიკურ დისკრიმინაციასთან ერთად, თავისუფალი გადაადგილების უპრეცედენტო შეზღუდვამ მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია და შექმნა ჰუმანიტარული კრიზისი; ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგორის რაიონი. პანდემიის დროსაც კი,…

მეტი...

2021 წელს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბაღში ამჟამად არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სიცრცე მოწესრიგდება. „2021 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი გვაქვს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება. არსებული მდგომარეობა, რაც ამ ბაღში გვაქვს, ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მიხარია, რომ ეს სიცრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს სივრცეებს, რომელიც სამწუხაროდ, კერძო საკუთრებაშია. ეს მაშინდელი გასხვისებული თემებია, როდესაც სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ ჩვენს ქალაქს. სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ სხვადასსხვა მიზნით მათი გამოყენება ხდებოდა. ძალიან…

მეტი...

„ამნისტიის შესახებ“ კანონი შესაძლოა, პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არის ასეთი ინიციატივა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი იმ სტუდენტებს შეეხოთ, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ. როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის წარდგენისას განაცხადა, პატიმრობაში მყოფი სტუდენტების შემთხვევაში საუბარი იყოს მსჯავრდებულის შინაპატიმრობაში გადაყვანაზე. „გვაქვს ასევე ინიციატივები და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ამას უბრალოდ დასჭირდება სტატისტიკის დამუშავება, ეს მნიშვნელოვანია და შესაძლებლობებისა და რესურსების გაანალიზება. გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი…

მეტი...

ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ოფიციალური წერილით ულოცავს. “ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის,”- წერს ანგელა მერკელი.  მერკელი ხაზს უსვამს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე. “პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა…

მეტი...

კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარაში 115, იმერეთში კი, 203

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა-115, იმერეთი-301, ქვემო ქართლი-123, შიდა ქართლი-100, გურია-46, სამეგრელო-ზემო სვანეთი-138, კახეთი-107, მცხეთა-მთიანეთი-32, სამცხე-ჯავახეთი-25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-რვა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 570, აჭარაში-488, იმერეთში-1 055. „ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 513, აჭარაში – 101, იმერეთში – 209. მძიმე პაციენტებიდან…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  2 481-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 494პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 225 893-ს აღწევს.  ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 210 445 გახდა.

მეტი...

“უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების თვალსაჩინო წარმატებაა” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 2021 წლის პირველი იანვრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველების დამატებითი შემოწმების დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტს ეწვია. „უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება.…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შტამი აშშ-შიც დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი შტამის არსებობა დადასტურდა. კოლორადოს შტატში ინფიცირებულია ახალგაზრდა, რომელსაც ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ უფიქსირდება. ახალი შტამით ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება.    სავარაუდოდ, ეს არ არის ახალი ახალი შტამის  ერთადერთი შემთხვევა, რადგანაც, ინფიცირებულს ჰქონდა აქტიური კონტაქტი. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები კონტაქტების გამოვლენაზეც მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთიდან გავრცელდა და ის შემდეგ 17 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამი გაცილებით სწრაფად და მარტივად ვრცელდება, ვიდრე არსებული.

მეტი...

დაკავებული არასრულწლოვნები თეთრიწყაროში დაყაჩაღებას გეგმავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2004 წელს დაბადებული 2 არასრულწლოვანი – რ.კ. და ბ.ხ. ჯგუფური ყაჩაღობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. „პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: დანაშაულის ჩასადენად მომზადებული ნიღბები, ხელთათმანები, ასევე, გადაჭრილი თოფი 2 საბრძოლო ვაზნით და…

მეტი...

„ორ დღეში გვეცოდინება, არის თუ არა საქართველოში ვირუსის ახალი შტამი“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელია, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალი წლის დადგომა ძალიან საფრთხილოა, რადგან ვირუსის მაჩვენებელი შესაძლოა, ავარდეს. მისივე თქმით, ვირუსის ახალი შტამის შესახებ 2 დღეში ექნებათ ინფორმაცია. „გვაქვს თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი, ამ ეტაპზე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რადგან, გენეტიკური ანალიზი ჯერ არ დასრულებულა. გენეტიკური სკანირება აქტიურად გრძელდება, მთელი ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დიდი ალბათობით, 2 დღეში უნდა გვქონდეს საბოლოო პასუხი. რაც შეეხება არსებულ ვირუსს, თუ ახალი წლის ქეიფებმა მასშტაბური ხასიათი არ მიიღო და იმედები არ გაგვიწბილდა, დადებითი…

მეტი...

ამირან გამყრელიძე ინფიცირებულია 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს – ამირან გამყრელიძე “კოვიდ 19”  დაუდასტურდა. ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპისთვის, ვირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ამირან გამყრელიძე სახლში იმყოფება.  მას ადრეც ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთა და თვითიზოლაციაში იყოფებოდა, თუმცა, მაშინ, ვირუსი არ დადასტურდა. “ამ ეტაპზე, კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. ის გადავიდა თვითიზოლაციაში და სახლის პირობებში აგრძელებს თვითმონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა” – აცხადებენ ცენტრში.

მეტი...

“უსაფრთხოება აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებისთვის” – გიორგი გახარია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების კვალიფიკაცია არის პრიორიტეტი ნომერი ერთი დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს სასწავლო ცენტრი შეიქმნა პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში დაიწყებს შესაბამისი კადრების გამოშვებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას მოემსახურებიან. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი არის მოწოდებული მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოსამზადებლად. დღეს გლობალური მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში მსგავსი რისკები სულ უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების კვალიფიკაცია არის პრიორიტეტი ნომერი ერთი დღეს,…

მეტი...

“2021 წელს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები დაუსუბსიდირდებათ” – მამუკა მდინარაძე

არლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, 2021 წლის სუბსიდირების პრიგრამაში ასევე პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებიც მოხვდება. მდინარაძის თქმით, მთავრობა ასევე დაასუბსიდირებს წყლის ტარიფს ფასის მატების შემთხვევაში და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდილ სხვაობას სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის. “დასუბსიდირება შეეხება 300 კილოვატამდე და მოგეხსენებათ, რომ 90%-მდე აბონენტებისა მოიხმარენ 300 კილოვატზე ნაკლებს და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ეს. მეორე – სოციალურად დაუცველზე წყლის ტარიფიც დასუბსიდირდება, სხვაობა ამ შემთხვევაში, და ასევე დასუბსიდირდება პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები, რომ აქაც მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით,” – აცხადებს მამუკა ზანთარაია. შეგახსნებთ, სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1 იანვრიდან…

მეტი...

ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისთვის დადგენილი ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა

სემეკის მიერ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისთვის დადგენილი ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ მომართვების საფუძველზე სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. როგორც კომისიაში განმარტავენ, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები ასახავს მხოლოდ იმ მიზანშეწონილ ხარჯებს, რაც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას ელექტროენერგიისა თუ სასმელი წყლის საიმედო და შეუფერხებელი მიწოდებისთვის. „ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა. „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ მიხედვით, მოხდება სს „თელასისა“…

მეტი...

თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია. დაკავებულ პოლიციელს სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იოსებ გაბრიაძის მიერ 20 აპრილს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასროლილმა ტყვიამ თამუნა ანთელავა საკუთარ სახლში იმსხვერპლა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა, იოსებ გაბრიაძემ საკუთარი სახლის აივნიდან დასახლებული კორპუსის მიმართულებით იარაღიდან გაისროლა.

მეტი...

“ბიზნესმენებს ბანკები ვერ ეხმარებიან, უფრო საკუთარ თავზე ფიქრობენ” – კახა კახიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატმა კახი კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ განაცხადა, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა და ამის ფონზე, ბანკები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. “ბიზნესმენების ძალიან ბევრი ნაწილი უკვე გაკოტრების პირასაა. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ იმიტომ, რომ შემოსავლები არ არსებობს. ამავდროულად, ბუნდოვანი პასუხები ესმით ბანკებიდან და დიდად ვერ ეხმარებიან ბანკები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ. ხომ არ ჯობია, რომ ფინანსთა სამინისტროში შეიქმნას ცხელი ხაზი, რომელიც განუმარტავს მოქალქეებს, ვის რა შეღავათი ეკუთვნის კონკრეტულად,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი კახა…

მეტი...

რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება

რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. სემეკმა შპს „ჯივიპის“ და შპს „რუსთავის წყალის“ გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა.კერძოდ, როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა კომისიის საჯარო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ჯივიპის“ გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 33 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, ვისაც მრიცხველი არ უყენია და სულადობრივად იხდის, მათთვის ტარიფი 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა. ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი – 4.4 ლარიდან 6.5 ლარამდე. „რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს“, გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად დაახლოებით 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფი თითქმის უცვლელია,…

მეტი...

“ტარიფებს მთავრობა და პარლამენტი არ ადგენს” – თეა წულუკიანი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არც პარლამენტი და არც მთავრობა არ ადგენს ტარიფის ზრდას კომუნალურ გადასახადებზე. მისი განმარტებით, მთავრობის პასუხისმგებლობა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა შეჭირვებულ ოჯახებს დაუსუბსიდიროს. “მთავრობა და არც პარლამენტი არ ადგენს ჩვენს ქვეყანაში დენის და გაზის ტარიფს, ამას ადგენს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. მაგრამ, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ამაზე უკვე გითხარით, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ასეთ პირობებში როგორ სუბსიდირებას რასაც ვეძახით, დავუფინანსოთ სოციალურად ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს ის ზრდა, რომელიც სამწუხაროდ სახეზეა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსნებთ, სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი…

მეტი...

“დენის კომერციული ტარიფის ზრდით გამოწვეული წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება” – ნათია თურნავა

ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება, რაც, მერწმუნეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს. ეს იქნება ყველაზე მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება,“ – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

“ვადამდელი არჩევნების 2022-ში, 2023-ში ან 2024-ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება კატეგორიულად არ განიხილება” – მაუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებს „კატეგორიულად არ განიხილავს“. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” მართალია და საკუთარ პოზიციას მყარად დაიცავს. „არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები – რაც არ უნდა გადაწიონ და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება – 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყვეელაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში. გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა – ეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ასეთი ტრენდი მკვიდრდება, ღალატად უთვლიან…

მეტი...

დავით ნარმანია ელექტროენერგიაზე 3,5 თეთრით გაზრდილ ტარიფს ოპტიმალურს უწოდებს

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის ოდენობა ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.  “მოსახლეობის ნაწილში ტარიფების ზრდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში შეადგენს 3.5 თეთრს, ხოლო რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, აქ 3 ტიპის ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეულ საფეხურზე დადგენილ იქნა ცალ-ცალკე ტარიფები: 11, 12, 13 თეთრია მიახლოებით ზრდა. ამ ეტაპისთვის ჩემი აზრით მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. ტარიფების ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. პირველ რიგში ეს არის პანდემია და პანდემიიდან გამოწვეული მოხმარების შემცირება, რაც კომპანიებმა წარმოადგინეს, მინიმუმ ერთნახევარჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც ჩვენ დღეს მოგვიწევს,” – განაცხადა დავით ნარმანიამ. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილის თქმით, ენერგომომარაგების კომპანიები თავდაპირველი ვერსიით წარმოდგენილი ყველა…

მეტი...

“ოკუპაცია იყო და რჩება მთავარ გამოწვევად” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპაცია იყო და რჩება მთავარ გამოწვევად, ვინაიდან, რუსეთი პანდემიის პირობებშიც უკანონო ქმედებებს აგრძელებს. „ოკუპაცია იყო ჩვენი მთავარი გამოწვევა და ის კვლავ დარჩება მთავარ გამოწვევად გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, პანდემიის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებდა უკანონო ქმედებას, მავთულხლართებს, ე.წ. ბორდერიზაციას, უკანონო დაკავებას, დღემდე ჩვენი თანამემამულე, თანამოქალაქე გახელაძე უკანონო ტყვეობაშია, იყო ასევე დაკავებული რამდენიმე ჩვენი მოქალაქე, რომლებიც შევძელით და დავუბრუნეთ საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ზალკალიანის თქმით, მომავალში გაგრძელდება მათ ხელთ არსებული მაქსიმალური რესურსის გამოყენება, რაც გულისხმობს საერთაშორისო თანამეგობრობრობის ზეწოლის გაზრდას რუსეთის ფედერაციაზე. „მოგეხსენებათ,…

მეტი...

“პანდემიის გავლენამ ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა” – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიის გავლენამ, ქვეყნის ფისკალურ მაჩვენებლებზე 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მაჭავარიანმა პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროქტის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, 2020-2021 წლებში, ეკონომიკური შემცირების ხარჯზე, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დანაკარგი შეადგენს 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს. „ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები – 600,0 მილიონ ლარზე მეტია, ჯანდაცვისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსება შეადგენს 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს. ამ ყველაფერმა, ჯამურად, 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაგვეზარდა მთლიანი შიდა…

მეტი...

“მე ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი” – პაატა იმნაძე

სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და დღეს ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლირებადია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქვეყანაში 10 იანვრიდან კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. “ჰოსპიტალის სექტორშიც იგრძნობა სტაბილიზაციის ნიშნები, შემთხვევების კლება, დატვირთვა იკლებს. ზოგადად 5000-ზე ოდნავ მეტია დღევანდელი რაოდენობით ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობით, შესაბამისად თავისუფალი საწოლების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. საყურადღებოა, მძიმე და იმ პაციენტების რაოდენობა, რომელიც ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმში იმყოფება. ასეთი პაციენტების რაოდენობა 300-ს აღემატება და თერაპიას 1000-ზე მეტი პაციენტი…

მეტი...

“არავისთან არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში, ერთადერთი შეთავაზება მექნებოდა ოპოზიციასთან – დროზე შევიდნენ პარლამენტში” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას მოუწოდა დროზე შევიდნენ პარლამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისივე თქმით, მათ შემდეგ არჩევნებზე ამის შესაბამის შეფასებას მისცემს საზოგადოება.  “მე არავისთან არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში და არანაირი მოლაპარაკებების შესახებ არ ვიცი. ერთადერთი შეთავაზება მექნებოდა ოპოზიციასთან – დროზე შევიდნენ პარლამენტში და რა ვალდებულებაც დააკისრეს მათ ჩვენმა მოქალაქეებმა, ის აიღონ თავიანთ თავზე და შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ მათ შემდგომ არჩევნებზე,”- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მეტი...

“საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეფასდა ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად” – გიორგი გახარია

საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეფასდა ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად, საინვესტიციო მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. „რა მიმართულებით არ გვაქვს საუკეთესო შედეგი, ეს ყველაფერი არის შეფასებითი. მე რაც ვიცი, თქვენ რაც იცით, ოფიციალურ წყაროებზე წვდომით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალა და შეფასებული იყო ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ეს არის ოფიციალური შეფასებები. საინვესტიციო მიმართულებით ქვეყანა არის პირველ ხუთეულში თუ არა, ათეულში და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. აღარ გავაგრძელებ სხვა საერთაშორისო შეფასებებს და რეიტინგებს. მე მესმის, რომ ჩვენ შეიძლება, უკმაყოფილო ვიყოთ და გვინდოდეს კიდევ უფრო მეტი.…

მეტი...

“მიღწევები, რაც არსებობს, არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიღწევა, ეს უამრავი ადამიანის, მათ შორის ოპოზიციის” – გიორგი გახარია

საქართველოში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალა და შეფასებული იყო ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ეს არის ოფიციალური შეფასებები. რაც შეეხება სხვა ნაწილს – საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით, ქვეყანა არის პირველ ხუთეულში თუ არა ათეულში და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, არჩევნებისა და რეიტინგების შესახებ საერთაშორისო შეფასებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის მიღწევები, რაც არსებობს, არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიღწევა – ეს უამრავი ადამიანის, მათ შორის ოპოზიციის და წლების შრომის შედეგია. „მე რაც ვიცი, თქვენ რაც იცით, ოფიციალურ წყაროებზე წვდომით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალა და შეფასებული იყო ძირითადად დემოკრატიულ…

მეტი...

“კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექიმების დანამატებზე ჯანდაცვის მინისტრი რასაც საუბრობდა შეასრულებს” – გიორგი გახარია

რას მეკითხებით, თქვენ წარმოდგენა გაქვთ, ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ჯანდაცვის მინისტრი რასაც საუბრობდა და რა დაპირებაც გასცა,რა თქმა უნდა, შეასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექიმების დანამატებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რას მეკითხებით, თქვენ წარმოდგენა გაქვთ, ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ჯანდაცვის მინისტრი რასაც საუბრობდა და რა დაპირებაც გასცა, რა თქმა უნდა, შეასრულებს, თუ არ შეასრულებს, მერე მოდით. რაიმე სერიოზული თუ შეიძლება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით” – გიორგი გახარია

არაფერი არ იცვლება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით,  არანაირი „ლოქდაუნების“ და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს, არ იქნება და ეს არის ჭორები. „ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოქდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს, ჩვენ, დღეს უკვე ვგრძნობთ, რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის.“, –  განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“მოვუწოდებ მოქალაქეებს, მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი, მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ” – გიორგი გახარია

ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვაკეთოთ 20 ათასი ტესტი, მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი, მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება. მისი თქმით, რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და მით უფრო მალე აღდგება ჩვენი ეკონომიკა. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა  უნდა შევასრულოთ. მაგალითად, ეს არის მარტივი წესების დაცვა –…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 837 თბილისში, 367 იმერეთში, 125 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 837  თბილისში, 367 იმერეთში, 125 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 138 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 224 155-ს. ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2443-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში 13 451 ტესტი ჩატარდა, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 638 პირი. 28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 638 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო-დღე ღამეში 2 638 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 ინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 224 155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 208 951 გამოჯანმრთელდა, 2 443 კი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, 28 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 766 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.

მეტი...

კახეთის პოლიციამ ”ჰეროინის” შემცველი 1 კილო ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ა.ს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...