„ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება“ – პირველ ჩოგანს შვილს არ ანახებენ

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ შვილს, რომლის ნახვაც აკრძალული აქვს, ახალ წელს ულოცავს და ამბობს, რომ ეს დისტანცია დროებითია.

„მამიკო, გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს, მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია. რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ“ – ასე ულოცავს ბასილაშვილი საკუთარ შვილს დაბადების დღეს.

შეგახსენებთ რომ ყოფილი მეუღლისა და ბასილაშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. მეუღლე მამას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს. 

მსგავსი თემები