ამოღებულია 40 კილო „ჰეროინი“ 

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა 40 კილო „ჰეროინი“ ამოიღეს და 71 ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უწყების მთავარი გამოწვევაა.

„2020 წლის განმავლობაში დაკავებულია  71 ნარკორეალიზატორი.  გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და მხოლოდ ამ საქმის ფარგლებში ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით „ონლაინვაჭრობაში“ ჩართული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულია: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და “სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები”, – განაცხადა  ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები