არჩილ ტატუნაშვილის მწამებლებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებული ცხინვალის „სამართალდამცავი ორგანოს“ თანამშრომლებს  დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.ისინი დამნაშავედ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცნო. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დამნაშავეებს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები – დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018…

მეტი...

„დაუკანონდეს ყველას სახლები, სოლიდარობა აფრიკის დასახლებას”- აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასტან, ამ წუთებში, აფრიკს დასახლების ის მიბინადრეები არიან შეკრებილები, რომლებსაც გუშინ, მშენებარე სახლები დაუნგრიეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უსახლჯაროდ დარჩნენ და თავშესაფარს ითხოვენ.   აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან, სამოქალქო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა უსახლკაროები. „მოვითხოვთ, თბიისის მერი შეგვხვდეს, დაგველაპარაკოს, აგვიხსნას ეს რატომ გააკეთა და რას გვიპირებს. აქ ყველანი ვართ, ვისაც გუშინ სახლები დაგვინგრიეს, ასევე ისინი, ვინც ნგრევის მოლოდინში ვარ. საპროტესტი აქციებს მანამ გავაგრძელებთ, სანამ ჩვენზე არ იზრუნებენ და პასუხს არ აგებენ ჩადენილ ვანდალიზმზე“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეები ყოველდღიურ გამოსვლებს აანონსებენ და აბობბე, რომ ეს იქნება…

მეტი...

ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის დაგაჯარიმებენ

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს ინიციატივა, რომელიც ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებას ეხება.   პანდემიის პერიოდში,  როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა. მის გარეშე გადაადგილება კი 20 ლარიანი ჯარიმით დაისჯება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.  ინიციატივით, პირბადის ტარების წესს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო განსაზღვრავს.

მეტი...

ვის შეეხება საახალწლო ამნისტია?! – პატიმრები ოჯახებში დაბრუნდებიან

ამნისტის 44 ტიპის დანაშაულს შეეხება. ცნობილია “სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომელსაც  ამნისტია შეეხება. აღნიშნული საკითხი  ჰუმანურ აქტად  შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ პატიმრების დაბრუნება და რესოციალიზაცია მნიშვნელოვანია.   “ამნისტიის შესახებ“ პროექტის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში), 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 123-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით), 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის – მინისტრის ანგარიში

„ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა,  სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“ – განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანგარიშის წარდგენისას და ერთ-ერთი აქცენტი „საქმიან ეზოზე“ გააკეთა. „ახალი კოდექსის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად,  წარმოადგენს  ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა  რეგიონში (იმერეთი; გურია, სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; კახეთი, შიდა ქართლი) მოეწყო 26…

მეტი...

„ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია” – ლევან დავითაშვილი

„COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა. დავითაშვილის ინფორმაციით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რათა საექსპორტო ბაზარზე ქართულმა ღვინომ პოზიციები დაიბრუნოს: „სიტუაცია ძალიან რთული იყო მევენახეობა-მეღვინეობის ყველა ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება,  რაოდენობაში გაყიდვებისა და ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები და გამოვასწოროთ მდგომარეობა. ღვინის სექტორში ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება და ვფიქრობ, ეს არავისთვის არის გასაკვირი. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს არის საყოველთაო მოცემულობა,…

მეტი...

მონადირეებს მოსაკრებლის ქვითრის დედნის წარდგენა აღარ უწევთ

2020 წელს, მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად,  პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, განთავისუფლდა ვალდებულებისგან –  ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით სავალდებულოა, მონადირეებმა,ნადირობის სეზონის განმავლობაში თან იქონიოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ms.emoe.gov.ge) დაინერგა ელექტრონული მოდული „სახაზინო კოდი – 3033 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე“ – რომლის მეშვეობით კონტროლის განმახორციელებელი ელექტრონულ სისტემაში ამოწმებს მოსაკრებლის გადახდის ფაქტს.  ინიციატივის მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ უფრო ეფექტური კონტროლის განხორციელება და ასევე, მონადირეების ინტერესების…

მეტი...

შეღავათიანი აგროკრედიტი – სოფლის მეურნეობაში  300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელ

„იაფ, გრძელვადიან და ხელმისაწვდომ ფულად რესურსებზე წვდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მასშტაბური პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის’’ განხორციელებით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი“ –  ეს განცხადება მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. მინისტრის თქმით, პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების  ხელშეწყობის მიზნით   შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის  დაწყებიდან დღემდე გაცემულია   2,695,338,563  ლარის ღირებულების 46,391  სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 379,236,390 ლარი.  „შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი,  მიმდინარე წლის განმავლობაში გაცემულია 372,086,077 ლარის ღირებულების  6,144 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ…

მეტი...

“თუ ამნისტია რურუას საქმეს არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“ – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირებისას მნიშვნელოვანია ამ პროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს. როგორც მან აღნიშნა, ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც. უგულავას თქმით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“. “საყოველთაო ამნისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და მიხეილ სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა, ერთადერთი დეტალი რაც მისგან მოვისმინეთ იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მე მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი ამნისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა…

მეტი...

“მივდივართ თამაშის დასრულებამდე” – კარლ ჰარცელი

ფასილიტატორი ელჩები აგრძელებენ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან, რომ მოლპარაკებებს ჰქონდეს კონკრეტული შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის არ იქნება საზიანო.- ამის შესახებ კარლ ჰარცელი საუბრობს.  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის არ დაიწყებს პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. კარლ ჰარცელმა ასევე ისაუბრა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრაზეც.   “გუშინდელი საუბრის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. მანდატებზე უარის თქმაზე დრო იწურება. ჩვენ შევდივართ პროცესში, რომელსაც მივყავართ გარკვეულ ლოგიკამდე, თუ რა მოხდება ერთი კვირის შემდეგ. ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს იმას, რომ მივდივართ თამაშის დასრულებამდე. ვაგრძელებთ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებზე, ვნახოთ თუ მივალთ შეთანხმებამდე. მე მჯერა, რომ საქართველოს…

მეტი...

კახეთში კორონავირუსით ცნობილი პედიატრი გარდაიცვალა

თელავში, კორონავირუსით, ცნობილი პედიატრი, ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა. Covid-19-ით ინფიცირებული ექიმი, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით, ის თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.  ექიმების ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის მედიკოსს, რთული თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს, საქართველოს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.  70-იან წლებში, ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ექიმი იყო და ბავშვთა მკურნალობის მის მიერ შემუშავებული მეთოდები, სხვადასხვა საავადმყოფოებში, წარმატებით ინერგებოდა.

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით სტაბილიზაციაზე შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტი შეაფასა

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ორთვიანი გეგმის პირველი შედეგები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებაზე, ინტენსიური ტესტირების პროგრამის გაგრძელება და მიღწეული შედეგების შენარჩუნების პროცესში მობილობის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 000-მდე ტესტის ჩატარება გრძელდება, რაც უზრუნველყოფს ინფიცირებულთა დროულ იდენტიფიცირებას, მათ იზოლაციასა და ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ამიტომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს…

მეტი...

რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის წინ, ქართველი მსახიობი, პოეტი და ეროვნული მოძრაობის წევრი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ: „ამ წუთებში გარდაიცვალა გულიანი ქართველი,კარგი ხელოვანი,მსახიობი,პოეტი,სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, ბატონი რუსლან მიქაბერიძე“ – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, მათ მეათე მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი აქვთ. სწორედ მათი უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ახირება, პოლიტიკური მიზნებისთვის განცხადებების წერა ან შანტაჟი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ნების აღსრულება. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს არჩევნები, ასევე საარჩევნო უფლება. ისინი პოზიციური პარტიებისგან, რომლებმაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღეს მოითხოვენ, არ შევიდნენ გაყალბებულ და ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში. ამ ქვეყანას თუ აქვს ღირსება, ეს ღირსება პირველ…

მეტი...

გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 72 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე იყო და აპარატზე იყო შეერთებული.   გიორგი ვაშაძის მამა მკურნალობას პირველ საუნივერსისტეტო კლინიკაში გადიოდა. ის თავდაპირველად, ქუთაისის კლინიკაში იყო მოთავსებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, თბილისში, პირველ საუნივერსისტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. 

მეტი...

“შეზღუდვების შემსუბუქებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები, ცალსახად შეზღუდვების შედეგია. თამარ გაბუნია ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს უნდა დააკვირდნენ და შეზღუდვების შემსუბუქებზე გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღონ. „ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც დღეს მივიღეთ, არის ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგი. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ჩვენ რომ ისევ დავუბრუნდეთ დატვირთვის ამ მაჩვენებელს იანვრის დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია ისევ…

მეტი...

„ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებსაც არ სჭირდებათ დაბალი ტემპერატურა, შეგვიძლია, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში” – ამირან გამყრელიძე

დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასეევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თავიდან შეფასდა, თუ როგორია ქვეყანაში ცივი ჯაჭვის სისტემა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში. „იცით, სამმა ქვეყანაბ დაიწყო ვაქცინაცია ქვეყანაში, პირველმა ბრიტანეთმა, ასევე დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი დღის წინ და კანადამ. ალბათ, მალე დაიწყებს გერმანია და რამდენიმე დიდი ქვეყანა, სადაც თავად…

მეტი...

“სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ჩატარდება პარტიის ყრილობა და ახალი თავმჯდომარის საკითხზე იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას” – ლევან ბეჟაშვილი

ჩვენს პარტიას აქვს შესაბამისი რესურსი, რათა პარტიის თავმჯდომარეც აირჩიოს და გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძის გუშინდელი განცხადება ერთგვარი შოკი იყო პარტიისთვის, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსის განცხადებას არავინ მოელოდა. „ამ შემთხვევაში, პარტიისთვის პრიორიტეტულია, ჩავერთოთ და გავაგრძელოთ პარლამენტის ბოიკოტირება და ერთიან ოპოზიციასთან ერთად მოვძებნოთ საშუალებები, გზები, რომ პოლიტიკა შევქმნათ უკვე ქუჩაში და ქუჩიდან საზოგადოებასთან ერთად, ხელისუფლებაზე მოვახდინოთ ზეწოლა, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. პარტიის ახალი თავმჯდომარის საკითხი, ჯერ არ განიხილება. ნებისმიერი ლიდერი შეიძლება…

მეტი...

“შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია სტაბილიზირდება, თუმცა ეს დინამიკა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს” – ამირან გამყრელიძე

“შემზღუდველი ღონისძიებების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია სტაბილიზირდება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში შემთხვევათა ოდნავი კლების დინამიკა დამშვიდების და შეზღუდვების შემსუბუქებაზე ფიქრის საფუძველს არ გვაძლევს. „დღეს გვაქვს 3487 ახალი დადასტურებული შემთხვევა ანუ ეს ბოლო დღეებია ვმერყეობთ 3000-4000 ფარგლებში და დადებითობის კოეფიციენტი ჩამოსულია დაახლოებით 19%-ზე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარებულია 17 943 ტესტი, აქედან, PCR ტესტი 7 466 და ანტიგენი 10 477. ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს თბილისში – 1477, ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა იმერეთი – 533, სერიოზულად…

მეტი...

კახა კალაძე შეხვდა აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად კახა კალაძემ გაავრცელა: “სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს,” – წერს კახა კალაძე. აფრიკის დასახლებაში გადაღებულ ფოტოზე ასახულ მამა-შვილს თბილისი მერი ბინას ჩუქნის. 15 დეკემბერს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რომელიც მერიის განცხადებით, მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ იყო აშენებული. აღნიშნულ პროცესს ადგილზე დაპირისპირება და ხმაური…

მეტი...

“ადამიანებმა, ვისაც სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას” – არჩილ თალაკვაძე

კრიტიკას, რომელიც აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენების გამო დედაქალაქის მერის მისამართით გაისმა, პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება. არჩილ თალაკვაძის თქმით, გარკვეულმა პირებმა რომლებსაც სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას: “ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი რადიკალურად განწყობილ, პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე (“ოლიმპიური ვარსკვლავი” 500 ოჯახი; “სვეტი” 2500 ოჯახი), რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული,…

მეტი...

„შევძელით, სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება“ – ლევან დავითაშვილი

„ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა” – აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც 2020 წლის ანგარიში წარადგინა. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევეხები პანდემიით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ განხორციელებულ აქტივობებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა დაგვევალა. ამ დავალების ფარგლებში, ჩვენ შევძელით, სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება. ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა. საჭიროების გათვალისწინებით, ჩვენ უმოკლეს ვადებში ავამოქმედეთ სუბსიდირების პროგრამები“ – განაცხადა მინისტრმა. მისივე შეფასებით, აგრარული ბაზრების ფუნქციონირების…

მეტი...

“ერთ-ერთი 4 ავტომობილს ფლობს, მის მამას კი 6000კვ.მ სახნავ-სათესი მიწა უფიქსირდება” – კახა კალაძე აფრიკაში მომხდარ ინციდენტზე

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გუშინ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი კანონიერად განხორციელდა და არცერთ ობიექტში, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ. კახა კალაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე ასევე არის უკანონოდ აშენებული სახლები, რომლებიც უკვე საცხოვრებლად გამოიყენება და მუნიციპალიტეტის ინსპექცია ამ შენობებს არ შეხებია. კალაძე კარგად დაორგანიზებულ შეტევას უწოდებს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოს იმის შესახებ, რომ მერიამ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მამა-შვილს საცხოვრებელი დაუნგრია: “ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, ყველაფერი ხდებოდა მიზანმიმართულად, ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტევა , რომ თითქოს ჩვენ ამ მამა-შვილს დავუნგრიეთ სახლი, რაც არის დიდი ტყუილი, შემდგომ რა მოყვა…

მეტი...

“კარგად მესმის გაჭირვება, ყველას გამოგვივლია და ვიცით, რა არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოვიპაროთ, მივიტაცოთ” – კახა კალაძე

ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის გაჭირვება, ყველას გამოგვივლია და ყველამ ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოვიპაროთ, მივიტაცოთ, ეს მიდგომა მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გუშინ მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის ფარგლებში განახორციელა მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. „მე ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს ბევრი კონკრეტული უბანი, რაიონი, სადაც მიმდინარეობს უკანონოდ მიწების დატაცება და შემდეგ უკანონოდ შენობა-ნაგებობის განთავსება. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, არც ერთი ოჯახი, არც ერთი…

მეტი...

„ასე გადამიხადეს სამაგიერო, დამსაჯეს“ – თამრიკო ჭოხონელიძეს საშობაო გალობას არ შეასრულებინებენ

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე, რომელიც ყოველ წელს სამების ტაძარში  საშობაო გალობას ოჯახთან ერთად ასრულებდა, ვერ იგალობებს. როგორც ჭოხონელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, „ტოლერანტმა“ ადამიანებმა ის ასე დასაჯეს იმ კრიტიკული განცხადებებისთვის, რასაც  ბოლო პერიოდში აკეთებს. „ტოლერანტ“ ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ რომ შობის ღამეს ტაძარში საგალობელი არ უნდა შევასრულო. ასე  სამაგიერო გადამიხადეს  იმ კრიტიკული განცხადებების გამო, რასაც ვაკეთებ. ასეთია ამ „დიდსულოვანი,“ „მიმტევებელი“, „ლმობიერი“ ადამიანების გადაწყვეტილება.  რამდენიმე დღეში დადგება შობის ბრწყინვალე დღესასწაული, უამრავი ადამიანი მეკითხება ამის შესახებ. ყველაფერი უცვლელია, ამ შობასაც არაფერი იქნება, მე ვერ ვიგალობებ ტაძარში, ეს არის შურისძიება, თუმცა, მე ამ გალობას სახლში…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 477 თბილისში, 533 იმერეთში, 280 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 477 თბილისში, 533 იმერეთში, 280 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 2 495 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი…

მეტი...

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – თავდასხმა ტოტალიზატორის მოლარეზე მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.კ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მეტროსადგური “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ტოტალიზატორში თავს დაესხნენ ამავე ტოტალიზატორის მოლარეს – 1994 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. თავდამსხმელებმა მოლარეს დანის მუქარით გააღებინეს სეიფი და გაიტაცეს თანხა, ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე მოახდინეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. პოლიციამ…

მეტი...

“კალაძის არცერთ შვილს, არაფერი დაუშავებია დღეს! შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, აფრიკის დასახლებაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება: .„კახი კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია! უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში შვილების ბულინგი მშობლების გამო! განსაკუთრებით თუ ისინი არასრულწლოვნები არიან! კალაძის არცერთ შვილს, არაფერი დაუშავებია დღეს! დააშავა მამამ და მას მოკითხეთ“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ Facebook გვერდზე. ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გუშინ დილიდან დაიწყო, როცა იქ მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკასთან ერთად. თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. „ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა…

მეტი...

“თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?” – ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

„პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს თავი და უნა­რი თუ არ გაქვს, იბ­რძო­ლო იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც არ მი­გაჩ­ნია სწო­რად, აბა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა რა არის?,“ – ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ გი­ორ­გი ვა­შა­ძის პარ­ტი­ი­დან წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ბა­რა­მი­ძემ გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი ვა­შა­ძის საქ­ცი­ე­ლი “არ არის ის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც მარ­თებს ასეთ მწვა­ვე ბრძო­ლა­ში მყო­ფი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს”. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის პარ­ტია, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გვყავს და წევ­რე­ბი გვყავს, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს, ვი­საც მე არ მოვ­წონ­ვარ, ან ვინც მე არ მომ­წონს, მერე რა? პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა, არ მოგ­წონს? გა­ა­ტა­რე – შენ შენი…

მეტი...

გადაადგილების ნებართვისა და მართვის მოწმობის არქონის გამო ვახტანგ მეგრელიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს

ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების ნებართვისა და მართვის მოწმობის უქონლობის გამო დააჯარიმეს.”მზრუნველი სახელმწიფო” – ამ სათაურით ავრცელებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ​ ლაივვიდეოს ფეისბუქში. მეგრელიშვილის თქმით, პატრულმა 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა შეზღუდვების ფარგლებში საღამოს ცხრა საათის მერე საშვის გარეშე გადაადგილებისთვის, ასევე 500 ლარით დააჯარიმა მართვის უფლების არქონის გამო. ამასთან, მეგრელიშვილს სამართალდამცველებმა მართვის უფლების შეჩერების დადგენილება გადასცეს.

მეტი...

კახა კალაძე ბინას ჩუქნის მამა-შვილის ოჯახს, რომელთა ფოტოც აფრიკის დასახლებიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა

თბილისის მერი კახა კალაძე ბინას ჩუქნის მამა-შვილის ოჯახს, რომელთა ფოტოც აფრიკის დასახლებიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო – მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც. მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო…. მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ. ბავშვი და მამამისი იქვე…

მეტი...

ახალი პარლამენტისთვის გუნდი წარსადგენად გიორგი გახარიას 7-დღე აქვს

მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობა “ქართულ ოცნებაში” უკვე დაწყებულია. პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი უკვე მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს. ვაკანტურია ერთი პოსტი – იუსტიციის მინისტრის ადგილი, რომელიც თეა წულუკიანმა პარლამენტში წასვლით გაათავისუფლა. იქნება, თუ არა სხვა ახალი სახე ახალ მთავრობაში? კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესი, სავარაუდოდ, ოპოზიციის გარეშე ჩაივლის, ისევე, როგორც სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიაა წარდგენილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უკვე აჩვენა მისი შესაძლებლობები და დარწმუნებულები არიან, რომ მისი ქმედებები ქვეყანას კორონავირუსისგან შექმნილი კრიზისიდან აუცილებლად გამოიყვანს. ახალი პარლამენტისთვის საკუთარი გუნდი წარსადგენად…

მეტი...