„არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი“ – დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას განცხადებით, შედეგებს მომავალი წლის იანვრის თვის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ. როგორც  გადელიამ პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, არსებული საწოლფონდი საკმარისია. „ვიმსჯელეთ, რა რაოდენობის საწოლფონდი გვჭირდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. იმდენად დიდია რაოდენობა, რომ ჩვენ შედეგებს იანვრის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ. საწოლფონდის ყველაზე კარგი შემაკავებელი არის პროფილაქტიკა. თუ ჩვენ პროფილაქტიკურ მედიცინას არ მივყევით, რასაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი. ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია, საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე. მთავარია, რომ სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად…

მეტი...

ლაგოდეხში მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხში მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსები “არქიმედეს”კლინიკაში მუშაობენ. სამი კოვიდგანყოფილებაში, ორი კი სამშობიაროს კლინიკის თანამშრომელია. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ covid-19 გეგმიური ტესტირების დროს დაუდგინდათ. კლინიკის დირექტორის ნიკოლოზ ყარალაშვილის ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული მედიკოსები მკურნალობას ბინაზე გადიან და გართულებები ამ ეტაპისთვის არ აღენიშნებათ. კლინიკა ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს და იღებს პაციენტებს.

მეტი...

“ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს” – ივერი მელაშვილი პროკურატურას

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მას დღეს სახელმწიფო ბრალდებისგან ახალი არაფერი მოუსმენია. როგორც სასამართლო პროცესზე მელაშვილმა განმარტა, მას აინტერესებს, საგამოძიებო ორგანომ შესაძლო დანაშაულის მოტივი დაადგინა თუ არა. „გენერალური პროკურატურიდან არ მომისმენია დღეს რაიმე განახვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაჯერებულია ტყუილებით… რაც გაკეთდა და ის არის სწორი, ის არის ქვეყნისთვის სწორი”,- განაცხადა მელაშვილმა. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული…

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს, ერთის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო

“ბათუმში აჭარის მთავრობის შენობის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ერთის მიმართ კი მიმდინარეობს სამართალწარმოება,” – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა. ანანიაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ დაკავებულია ირაკლი ჩხვირკია, რომელიც 2018 წლის მარტში ბათუმში მომხდარი არეულობის გამო იყო დაკავებული. „დაპირისპირება დაიწყო იმით, რომ აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობას მიამაგრეს ბურთები, მთავრობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა კი, რომლებსაც ევალებათ შენობის უსაფრთხოება, ბურთები ჩამოხსნეს. დაკავებულია ერთი პირი, ერთის მიმართ კი მიმდინარეობს საქმის წარმოება. დაშავებულები ამ ეტაპზე არ არიან“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა. დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა…

მეტი...

საახალწლო დეკორაციები – კიდევ  ერთი განადგურებული და განწირული ბიზნესი

საახალწლო დეკორაციებზე აწყობილი ბიზნესი ჩავარდა. ადამიანები, ვინც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები, ბანკის ვალები აიღეს, მთელი თანხა საახალწლო აქსესუარებში ჩადეს, ტვირთი ჩამოიტანეს, განაბაჟეს და მაღაზიები გაავსეს, დღეს ისევ დასაწყობებულია. არადა ვალები ბანკებში მზარდია და ბიზნესი განწირული. „მედიაცენტრი მთავარი“ ამ საქმით დაკავებულ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი სამუშაო ძირითადად ერთი თვით შემოიფარგლებოდა და სწორედ ეს ერთი თვე დაუკეტა მათ მთავრობამ. „ჩემი ბიზნესი დაკავშირებულია საახალწლო დეკორაციებთან. უცხოეთიდან ტვირთი ჩამოვიტანეთ, ვემზადებოდით ახალი წლისთვის, გავხსენით მაღაზია და სწორედ დეკემბრის თვეში უნდა მომხდარიყო ამ ტვირთის რეალიზაცია. ძალიან დიდი თანხა ჩაიდო ამ ყველაფერში, თუმცა, გავიხსენით…

მეტი...

რუხის კლინიკაში ჟანგბადის ორი გენერატორი დამონტაჟდა

რუხის კლინიკაში ჟანგბადის ორი გენერატორი, ე.წ. მინი ქარხანა დამონტაჟდა. როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია ამბობს, ამ ეტაპზე აღნიშნული მოწყობილობებით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების ნახევრის 24 საათიანი უწყვეტი მომარაგებაა შესაძლებელი.  “რუხის კლინიკის გახსნის დღიდან ჟანგბადით კლინიკა მარაგდებოდა ორი 4-ტონიანი თხევადი ჟანგბადის ავზით. შემოგვქონდა ჟანგბადი, იტვირთებოდა ჟანგბადის ავზებში და ასე მიეწოდებოდა პაციენტებს. გუშინ დამონტაჟდა ორი მინი ჟანგბადის ქარხანა, რომელიც 24 საათიანი ჟანგბადის მიწოდების რეჟიმში, თითქმის ნახევრად ფარავს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. გადმოგვეცა უსასყიდლოდ ჯანდაცვის სამინისტროსგან და მადლობა მათ. ადგილზე ჟანგბადის მიწოდება და წარმოება უფრო ხელსაყრელია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს უწყვეტი. კარგი იქნება, თუკი…

მეტი...

აჭარაში აქციაზე დაპირისპირებაა

პოლიცია ამ წუთებში ბათუმში დემონსტრანტების დაშლას ცდილობს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავთა შორის რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ოპოზიციის ინფორმაციის პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავებას ცდილობს. მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მეტი...

“ჩვენ პიკში ვართ ახლა და ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ დავიცავთ რეგულაციებს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო ახლა პიკშია და რამდენი ხანი გაგრძელდება პიკი, დამოკიდებულია, როგორ დაიცავს საზოგადოება რეგულაციებს. “არავინ არ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, თუმცა მართვადია. იყო დაახლოებით 350-მდე თავისუფალი საწოლი და სასუნთქი აპარატების რამდენიმე ასეული თავი, მაგრამ ესენი გაბნეულები არიან სხვადასხვა კლინიკაში.დღეს 85 სრული კოვიდკლინიკაა გადაკეთებული. ჩვენ პიკში ვართ ახლა და ეს პიკი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დავიცავთ ამ რეგულაციებს,”-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალური საკითხების განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავი ორგანოები არ აძლევენ. ადგილზე შეკრებილები თორნიკე რიჟვაძის მისამართით სკანდირებენ: “მონა, მონა!“. მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მეტი...

გორში ქალაქის ცენტრში მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა

გორში, ქალაქის ცენტრში, ადამიანი ქუჩაში გარდაიცვალა. ცხედარი ამ დრომდე, სტალინის გამზირის 21-ე ნომერთან რჩება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ბრიგადები.  ჟურნალისტებთან სასწრაფო დახმარების ექიმმა დაგვიანების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ დაგვიანების მიზეზი ობიექტურია. ექიმის თქმით, რაიონში 8 ბრიგადის ნაცვლად 3-4 ბრიგადა მუშაობს, რადგან მათი კოლეგები ინფიცირებულები არიან, შესაბამისად, ისინი გამოძახებას ვერ აუდიან.

მეტი...

“ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დაიდგა რუხის საავადმყოფოში, დამონტაჟება იგეგმება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც” – ეკატერინე ტიკარაძე

“საქართველოში ჟანგბადების პრობლემა რეალურად გადაჭრილია, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დაიდგა რუხის საავადმყოფოში, იგეგმება მისი დამონტაჟება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც,” – ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოში ჟანგბადების პრობლემა რეალურად გადაჭრილია. იცით, რომ რუხის საავადმყოფოში უკვე დამონტაჟებულია ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი, რაც სრულად უზრუნველყოფს რუხის საავადმყოფოსთვის საჭირო სრულ მოცულობას. შემდეგი დანადგარები იგეგმება, რომ დაიდგას ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში, შემდეგ კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დაიდგმება ასევე ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორი. ყველა დანარჩენ კონცენტრატორთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად ექნება ასევე ახალ…

მეტი...

“ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველამ დაიცვას ის შეზღუდვები, რომელიც ამოქმედდა 28 ნოემბრიდან. “გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია, ის არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები კვლავ იმართება, ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ დავიცვათ ყველა ის…

მეტი...

ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობასა და მარაგების გაზრდაშია ჩართული

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობასა და მარაგების გაზრდაში ჩართულია. როგორც მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია და ამ კუთხით დეფიციტს ვერავინ იგრძნობს. მინისტრის თქმით, დეკემბერში საქართველოში 6 დანადგარი შემოვა. „საკოორდინაციო საბჭოს და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და ასევე მარაგები გაზრდის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მეორე ტალღის დროს სამჯერ და მეტადაა გაზრდილი სამედიცინო დაწესებულებების მიერ სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება და დღეში 80 ტონას აჭარბებს. პრემიერის დავალებით ვმუშაობთ, რომ არ შეიქმნას დეფიციტი. მინდა მოსახლეობა და…

მეტი...

“არავინ მალავს, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთული, მაგრამ მართვადია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული, მაგრამ მართვადია. მისივე თქმით, მართალია, პაციენტების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა საჭიროების მიხედვით დახმარება ყველას ეწევა. „არავინ არ მალავს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე სიტუაცია მართვადია. იგივე დილის მონაცემებით 350-მდე თავისუფალი საწოლი იყო, მათ შორის სასუნთქი აპარატების რამდენიმე ასეული იყო თავისუფალი. მესმის, ვიცი, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები სტაციონარიზაციაში, მაგრამ საბოლოოდ, ვისაც სჭირდება სტაციონარი, ის სტაციონარში თავსდება. სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“თენგიზ ცერცვაძემ თავის თავზე გამოიყენა “რემდესივირი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ბევრი კლინიკა პრეპარატ “რემდესივირს” იყენებს და აქტიურად გამოიყენება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა “რემდესივირი”  ქვეყანაში შემოვიდეს. “რემდესივირი” როგორც მე ვიცი გაფორმებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და ვიცი, რომ სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად. მაგრამ “რემდესივირი” კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის ყოველდღიური ხმარების მედიკამენტი. ის იხმარება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში და არა, ამბულატორიებში. ძალიან ბევრი კლინიკა მსოფლიოში და ბევრი ქვეყანა “რემდესივირს” იყენებს. ის გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა 2014-2015 წლებში ებოლას…

მეტი...

მოძრაობა “საქართველოსთვის” ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს და პარლამენტთან აქციას მართავს

აქცია პარლამენტთან- მოძრაობა “საქართველოსთვის” აპროტესტებს შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში პანდემიის გამო ამოქმედდა. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები არის დისკრიმინაციული. მოთხოვნებს შორის ასევ, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც. მოძრაობა აანონსებს 24 საათიან პროტესტს, რისთვისაც ადგილზე იქნება კარავი, რომლის გაშლის ნებართვაც სამართალდამცველებმა მისცეს. დაანონსდა აქცია მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია მშვიდობიანად ჩაივლის.

მეტი...

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა.  პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე  მუხლის შესაბამისად  67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. გარდა ამისა 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  42(11)-ე   მუხლის შესაბამისად 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.  “შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი…

მეტი...

სომხეთში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 135 124-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 2 164-ს მიაღწია. კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 108 442-ია.

მეტი...

“ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა” – საქსტატი

“ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა,” – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.მისივე ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.1%-ს შეადგენს. “2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა შემცირდა 3.9 პროცენტით. შესაბამისად, 2020 წლის 10 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ -5.1 პროცენტი. კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სფეროში, საფინანსო საქმიანობის სექტორის გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადახდა, საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, გართობის, დასვენების, დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში” – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მეტი...

შსს ბათუმში ფიტნესკლუბის დალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმში ფიტნესკლუბის დალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქში“, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნესკლუბის დალუქვა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები. კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს „ონლაინ მეჯიქ“, ე.წ. „რეფორმერი ფიტნესი“ არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 622 თბილისში, 313 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა

“ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 113 986 გამოჯანმრთელდა, 1 267 კი გარდაიცვალა. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 2 104 მოქალაქე, თვითიზოლაციაშია 52 822 პირი, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 857. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 721 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 267-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3937  პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 113 986  გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს ხვდებიან

ამ წუთებში პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს ევროკავშირის ელჩის ოფისში. შეხვედრას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ესწრებიან. ენმ-ის წევრები აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ხვდებიან. შეხვედრაზე იმყოფებიან კობა ნაყოფია და გრიგოლ ვაშაძე. მათ შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეტებიათ. განხილვის თემა, სავარაუდოდ, არჩევნები და კონსულტაციების მესამე რაუნდია.

მეტი...

ზურა ჯაფარიძე “რეფორმერ ფიტნესთან” დაკავშირებით დღეს პოლიციაშია დაბარებული

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე “რეფორმერ ფიტნესთან” დაკავშირებით დღეს პოლიციაშია დაბარებული. როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, მას გუშინ პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბის “რეფორმერ ფიტნესის” შენობა, რომელიც მან ბინად იქირავა. ჯაფარიძის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს ასევე არ წარმოუდგენაით შესაბამისი დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე ატოვებინებდნენ შენობას. „გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მათ საკუთარ ბინაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. გუშინ, ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში” პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვენენ შეკრებილი. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ცნობისთვის, 29 ნოემბერს…

მეტი...

პოლიციამ ქვემო ქართლში 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

“პოლიციას ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით” – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამართალდამცველებს მოუწოდებს, “რეფორმერი ფიტნესის” ტერიტორია დატოვონ. როგორც ჯაფარიძემ პოლიციელებს განუცხადა, ბინა მან იქირავა და პოლიციას იქ ყოფნის უფლება არ აქვს. „ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი, აქ ვცხოვრობ, შუადღისას გავაფორმე ზეპირი ხელშეკრულება, შემიძლია გაჩვენოთ. თუ რამე დავარღვიე, მითხარით , რა დავარღვიე, თუ მე არაფერი დამირღვევია და პრეტენზია რომელიმე შპს-სთან გაქვთ, მიბრძანდით, იპოვეთ იმ შპს-ს სათაო ოფისი და რაც გინდათ გააკეთეთ. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით“, – მიმართა ჯაფარიძე სამართალდამცველებს. ცნობისთვის, ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში”, რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს…

მეტი...

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მინსკის აქციების ფონზე დაკეტილია რამდენიმე მეტროსადგური, ხოლო ადგილობრივები მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ იუწყებიან. ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელში გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.

მეტი...

ახალშობილს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. Reuter-ის ინფორმაციით, სინგაპურში მცხოვრები ქალი ვირუსით მარტში ორსულობის დროს დაინფიცირდა. მას ვირუსის შედარებით მარტივი ფორმა ჰქონდა და დაახლოებით 2 კვირაში საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების ვარაუდით, კორონავირუსის ანტისხეულები ბავშვზე ორსულობის დროს გადავიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია შესაძლებელია თუ არა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფმა კორონავირუსი გადაიტანოს.

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სამარშრუტო მიკროავტობუსების და ტაქსის მძღოლებმაც გამოუცხადეს, მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. “აქ ყველაზე მებრძოლი და პატრიოტი ადამიანები იმყოფებიან. ჩვენ არჩევნები, სახელმწიფო წაგვართვეს, მიიტაცეს ჩვენი ქვეყანა. ერთადერთი გზა გვაქვს ვიბრძოლოთ და ხელისუფლება გავუშვათ სახლში. დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები წაგვართვა და ამიტომ, ქუჩაში ვართ და ვიბრძვით”,- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

მეტი...

“ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ – შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ” – ზურაბ ჯაფარიძე

„ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ. იურისტებიც გვყავს თბილისიდან ჩამოყვანილი. მთელ ამ დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ. სანამ ეს რეგულაციები არსებობს,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურან ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი “რეფორმერი ფიტნესი” საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. როგორც გირჩის ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ. „ბათუმში საცხოვრებელი სახლი მექნება. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც ფართთან ერთად აქირავებენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბათუმში, კვარიათში, გონიოში, სარფში…

მეტი...

ქვის საამქროში ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ახალგაზრდა მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით, ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.

მეტი...

შრომის ინსპექციამ 1 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

პანდემიის გამო აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე, შრომის ინსპექციამ 2 ობიექტი – ბათუმში შპს “ონლაინ მეჯიქ” ე.წ.”რეფორმერი ფიტნესი” და რესტორანი შპს “დიანა” – ე.წ. “კიდობანი” დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. “შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ” ე.წ. “რეფორმერი ფიტნესი” აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322 დადგენილებით დამტკიცებული “იზოლაციისა და კარანტინის წესების” მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა…

მეტი...

მოქალაქეები, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას ვერ შეძლებენ

ორშაბათიდან, მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას აჩერებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას შეაჩერებს. შსს-ს ინფორმაცით, მოქალაქეები დროებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას ვერ შეძლებენ. “ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე, ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის…

მეტი...

როგორია დაინფიცირებულთა მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

მეტი...

ბოლო დღე-ღამეში 35 ადამიანი გარდაიცვალა

„კოვიდ 19“-ით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა.

მეტი...