“კობახიძე არის მატყუარა, ელაპარაკებიან ელისაშვილის და “გირჩის” მეორე ფრთას” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები იმართება.

უგულავამ ის პოლიტიკური პარტიები დაასახელა, ვისთანაც მსგავსი კონსულტაციები იმართება.

“კობახიძე არის მატყუარა, იტუყება. მარტივად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და მე პირდაპირ გეტყვით, ვისაც ელაპარაკებიან. ელაპარაკებიან – ელისაშვილის და  “გირჩის” მეორე ფრთას, ანუ გირჩი 2-ს. შესაბამისად, ეს ხალხი დადის რაღაცა წინადადებით, ოღონდ ყველასგან მიიღო პასუხი, რომ თუ გინდა ოპოზიციის ერთობაში, ოპოზიციის ერთობას აქვს ძალიან მკაფიო, გამოკვეთილი, პირველი დღიდან საზოგადოებასთან შეჯერებული პოზიცია, ეს პოზიცია არის რიიგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი თემები