“სასურველია ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს” – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს.

“ბევრი პრობლემაა, არის ოჯახები, რომელთაც ეკონომიკურად უჭირთ და უფრო ხშირად ოჯახის უფროსები სამწუხაროდ, რომლებიც არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიური მხარე, ასე ვთქვათ, მძიმე და შეუსაბამო ხდება. 

თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა ემოციურ ფონზე, რა თქმა უნდა გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათებაც იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკები იქნას აღქმული მინიმალური, ამ სოციალურ ვითარებაში ეს იქნებოდა არამხოლოდ კარგი, არამედ ძალიან კარგი,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ამ წუთებში რიგგარეშე სესიაზე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გადის. დღეს მას კენჭს უყრიან. დეპუტატების განცხადებით, უცვლელი დარჩა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ამნისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს და ორგანიზებულ ჯგუფს.

მსგავსი თემები